www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:43 13.02.2016
ზიკას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება - ვაქცინა კი ჯერ არ არსებობს

ბრაზილიაში ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 200 000 ჯარისკაცს ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაევალა. პრეზიდენტ დილმა რუსეფის თქმით, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რადგან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

ზიკას ვირუსმა ვენესუელაში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში ინფიცირების 319 შემთხვევაა დადასტურებულია. აქედან სამი პაციენტი იმდენად დამძიმდა, რომ მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მესამე პაციენტი გარდაიცვალა ვირუსის გართულებით ბრაზილიაში. ორი ახალი შემთხვევა კი პერუში დადასტურდა. საშიში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინების ფართომასშტაბიანი გამოცდები მხოლოდ 18 თვის შემდეგ დაიწყება. ორგანიზაციის ინფრომაციით, უახლოეს დღეებში ბაზარზე სპეციალური დიაგნოსტიკური ტესტები გამოჩნდება, რომლებიც ზიკას ვირუსის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.

ყველაზე დიდ საფრთხეს ზიკა ფეხმძიმე ქალებისთვის წარმომადგენს, რადგან ვირუსი პათოლოგიებს, კერძოდ ახალშობილთა მიკროცეფალიას იწვევს. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დაფიქსირდა ჩვილთა მიკროცეფალიის 462 შემთხვევა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ 4 000 ჩვილი შესაძლოა ზიკას ვირუსით იყოს დაავადებული.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0758
EUR3.6356
GBP4.0262
RUB4.1811
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-36°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia