www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:11 22.03.2013
ჩოჩელებს ბიზნემენი პრემიერის დახმარების იმედი აქვთ

ბოლო დროის ყველაზე  ძლიერმა ქართულმა ბიზნეს-კომპანიებმა პრემიერ მინისტრს შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ღია წერილით მიმართეს. ეგრეთ წოდებული „ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი“ დახმარებას ბიძინა ივნიშვილს სთხოვს, რა თქმა უნდა არა მატერიალურს ამ შემთხვევაში, დახმარებას სიმართლის დადგენის და ბიზნესის გადარჩენის კუთხით.

წერილი ქრონოლოგიურად აცნობს პრემიერს მათი ბიზნესის დაარსების, განვითარების და წარმატებული მოღვაწეობის შესახებ ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში.  აქვე ხაზგასმითაა დაფიქსირებული, რომ ბიზნესი მომგებიანი და წარმატებული არა მხოლოდ დამფუძნებლებისთვის, ქვეყნისთვისაც იყო, რადგან, ციტატა: „ჩვენ მიერ აშენებულ წარმოებებში უშუალოდ დასაქმებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის უმეტესობა დევნილია. ამ კომპანიების შექმნამ ასევე შეუწყო ხელი ადგილობრივ ბაზარზე სხვა კომპანიების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აღწევს.“

ამის შემდეგ ავტორებს მოყავთ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, რომლის შედეგიცაა, დაყადაღებული ქონება, შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და წარმოება. და ეს პრობლემები კი მხოლოდ მათზე არ ვრცელდება : „ჩვენი პარტნიორებისგან გამუდმებით გვესმის, რომ მათ ასევე ექმნებათ პრობლემები სხვადასხვა უწყებებისგან თუ პიროვნებებისგან  ჩვენთან ურთიერთობის გამო, რაც თავის მხრივ უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.   ასევე ამ ბოლო დროს ძალიან "პოპულარული" გახდა სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტირეკლამა“- ჩივიან ბიზნესმენები.

წერილის დასასრულს ისინი გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ მათი არაერთგზის მცდელობისა, არ მიეცათ პრემიერთან შეხვედრის საშუალება, ბიზნეს-შეხვედრებზეც კი არ დაუშვეს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს წერილობით მიემართათ ბიზნესმენი პრემიერისთვის, ციტატა: „თქვენი დახმარების იმედს გვაძლევს თქვენი პირველი განცხადებები პრემიერის რანგში, რომელიც სწორედ ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლისგან განთავისუფლებასა და თავისუფალ გარემოში საქმიანობის ხელშეწყობას ეხებოდა. თქვენი ამ განცხადების შემდეგ დატებით 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ“- ნათქვამია წერილში.

დაჩაგრული ბიზნესმენები ეჭვსაც გამოთქვამენ არსებული მდგომარეობის შესახებ: „გვრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი "დანაშაული" მხოლოდ ის არის, რომ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი  გუბერნატორია, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო პოლიტიკაში წასვლამდე“.

წერილს ხელს აწერენ შპს "ბარამბოს" დირექტორი იაგო ჩოჩელი, შპს "მიქსორის" დირექტორი ლაშა ჩოჩელი, შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის"  დირექტორი ილია შიხაშვილი, სს "ქართული ლუდის კომპანია“        ლუდსახარში "ზედაზენის"  დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 21°-26°
ბათუმი 22°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia