www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:41 25.03.2013
სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია
 ბათუმში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ,როგორც საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა  პესკონფერენცია გამართა. 

 მინისტრის განცხადებით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი აჭარას მიაყენა. კერძოდ, ქობულეთში დაზიანდა 61 კერძო სალხი და 2 მრავალბინიანი კორპუსი, დანგრეულია ქობულეთის სანაპირო ზოლი. კალაძის ცნობით, იგივე მდგომარეობაა ბათუმის სანაპიროზე, რომელიც მოითხოვს რებილიტაციას. ხელვაჩაურში დაზიანებულია 102 კერძო სახლი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გორის რაიონში  ამ ეტაპზე ჩატარებული აღწერითი სამუშაოების ჩვენებით 38 მრავალბინიანი კორპუსი და 110 კერძო სახლია დაზიანებული. რაც შეეხება ოზურგეთს, იქ დაზიანდა 124 კერძო სახლი, სკოლის ორი შენობა და ამდენივე ადმინისტრაციული ობიექტი. 

კალაძის ინფორმაციით, დაზიანებულია ურეკის პარკიც, რომლის ზარალი ჯერ დათვლილი არ არის და მინისტრი ვარაუდობს, რომ ურეკსა და ოზურგეთში მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა მილიონ ნახევარი ლარი შეადგინოს. ჯამურად კი ამ დროისათვის ზარალი 5 მილიონ ლარს აღწევს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კი აღნიშნა, რომ პრობლემურ რაიონებში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

"სამინისტროსთან კოორდინაციით ხდება ინფორმაციის მიწოდება, სადაც მცირეა ზიანი, საკუთარი რესურსებით ახდენენ ამის აღდგენას თვითმმართველობები, სადაც დიდი ზიანია, როგორიც არის გორი, ოზურგეთი, ასეთ შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, დაეხმაროს თვითმმართველობებს. ყველა კონკრეტულ შემთხვევას ვსწავლოთ. ბევრი სარეაბილიტაციო სამუშაო დაწყებულია და უახლოესი დღეები გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად წავალთ წინ. 2-3 დღის განმავლობაში ძირითადი დაზიანებული სახურავები აღდგენილი იქნება",-დასძინა ნარმანიამ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0758
EUR3.6356
GBP4.0262
RUB4.1811
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 21°-36°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia