www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:10 01.11.2012
„ბრუკლინმა“ ბოლო საგამოფენო ჩაატარა, „ნაპოლი“ კი ჩემპიონატიდან მოიხსნა
ბესო ბახტაძე
„ბრუკლინ ნეთსმა“, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია იცავს, ნბა-ს სეზონის დაწყებამდე ბოლო საგამოფენო მატჩი გამართა. ბრუკლინელებმა „ნიუ იორკს“ უმასპინძლეს და დამატებით დროში - 97:95დამარცხდნენ. 1 ნომნერს ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში ბრუკლინელები სწორედ „ნიუ იორკს“ უმასპიძლებენ.

შენგელია სათადარიგო იყო და 11,43 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4 სროლიდან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. თორნიკემ კარგად იმუშავა ფარზე და საბოლოოდ 5 მოხსნა დააგროვა. სათადარიგოთაგან საუკეთესო მარშონ ბრუკსი გახლდათ 11 ქულით, მირზა ტელეტოვიჩმა კი 17 წუთში 4 ქულა მოაგროვა, ტაიშონ ტეილორმა - 10.

ხუთეულის წევრთაგან და საერთოდ ბრუკლინელთაგან საუკეთესო დერონ უილიამსი იყო, რომელმაც თავი 22 ქულას მოუყარა. სასტარტოელთაგან მეტმა ვერავინ მიაღწია 10-ქულიან ზღვარსაც კი.

26 ოქტომბერს ბოლო საგამოფენო მატჩს გამართავს ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“, თუმცა როგორც პრესაში დაიწერა, ქართველი ცენტრი კოჭის მცირე ტრავმის გამო დეტროიტში არ ითამაშებს. რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში, 2 ნოემბერს, ატლანტელები „ჰიუსტონს“ უმასპინძლებენ

თორნიკესგან განსხვავებით, საშინლად წაუვიდა საქმე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ნიკოლოზ მეტრეველს. იტალიის ლეგადუეში მოასპარეზე „ნაპოლი“ დაიშალა. ეს ის გუნდია, რომელშც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი გადავიდა. როგორც აღმოჩნდა, ნეაპოლელებს ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდათ და ეს გუნდი იტალიის ჩემპიონატიდან უკვე მოიხსნა.

იტალიურმა მედიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა პროფესიული ლიგის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „ნაპოლი“ ლეგადუედან მოიხსნა. ნეაპოლელებმა ვერ დააკმაყოფილეს ის ფინანსური გარანტიები, რომლებსაც ჩემპიონატის ორგანიზატორები კლუბებისგან ითხოვენ. „ნაპოლიმ“ სამი მატჩი უკვე გამართა ლეგადუეში, საიდანაც 1 მოიგო და ორში დამარცხდა. ეს შედეგები ანულირდება და იტალიის მეორე ლიგა 15 გუნდით გააგრძელებს გათამაშებას.

რა ბედი ეწვევა ნიკა მეტრეველს, ეს ჯერჯერობით უცნობია. იგი „სიენას“ საკუთრებაა და სავარუდოდ, კვლავ რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia