www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:02 27.03.2013
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პრეზენტაცია

დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სოფლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია და,  ასევე, რამდენიმე ბანკის და საფინანსო ორგანოზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

როგორც პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემა მალე დაიწყება.

 მინისტრმა ღონისძიებაზე აღნიშნა: "მინდა,  მადლობა გადავუხადო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ბოლო 3-4 თვის მანძილზე ინტენსიურად შრომობდნენ, რათა შეგვემუშავებინა ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ. ეს არის ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარა, საქართველოში ეს კიდევ უფრო წარმატებული იქნება".

მინისტრის მოადგილის , შალვა ფიფიას  განცხადებით კი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო.

"პროექტის ფარგლებში სამი სხვადასხვა კომპონენტი განიხილება. ყველა ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს ერთ ან რამდენიმე პროექტში. რაც შეეხება კომპონენტებს, პირველი კომპონენტი გამიზნულია მცირე ფერმერებისთვის. ეს არის სასაქონლო განვადება 5 ათას ლარამდე. მეორე კომპონენტი გათვალისწინებული არის 5 000-10 000 ლარამდე საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის, საპროცენტო განაკვეთი 8% იქნება, ეს იქნება ორწლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მესამე კომპონენტი გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, იმ პირებისთვის, რომელთაც  აქვთ  სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. ისინი მიიღებენ 7 წლამდე შეღავათიან კრედიტს და საკრედიტო თანხა შეადგენს 1 მილიონამდე ლარს. შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3% იქნება. აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებულია მინიმუმ 60 საწარმოს გახსნა", - აცხადებს ფიფია. 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ბანკები: "ბაზისბანკი" ბანკი "კონსტანტნა", ბანკი "რესპუბლიკა", ბანკი "ქართუ", "ვითიბი" ბანკი, "თიბისი" ბანკი, "კორსტანდარტ" ბანკი, "კრედო", "კრისტალი", "ლიბერთი ბანკი”, "პროკრედიტბანკი", "საქართველოს ბანკი" და "ხალიკბანკი". 

პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაფორმდა მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ზემოაღნიშნულ ბანკების ხელმძღვანელებს შორის. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 4°-14°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia