www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:04 07.02.2013
საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის ტოტალური დომინირება ფიქსირდება
ბაზრებზე ფიქსირდება დოლარის ტოტალური დომინირება ყველა სხვა ვალუტაზე. მასთან მიმართებაში ყველაზე მეტად დასუსტდა ავსტრალიური დოლარი - 0,7%–ით, შვეიცარული ფრანკი - 0,6% ით და ევრო - 0,4%–ით. ფასები შემცირდა ნავთობზე - 0,3% ით, ოქროზე - 0,15% ით და ვერცხლზე - 0,6%– ით.გრძელდება იაპონური იენას ფასის შემცირება, მან მიაღწია 93,75 ნიშნულს, რაც ამ წყვილის ბოლო 14 თვის მაქსიმუმია. იაპონიის ახალი მთავრობის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ იენას დასუსტებაზე პრაქტიკული შედეგი მოიტანა - პირველად ბოლო 15 თვის განმავლობაში დაფიქსირდა შიდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება.

ამ პოზიტიურ ფონზე მთავრობასთან დაპირისპირებული ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა იძულებული იყო ვადაზე ადრე გადამდგარიყო და ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა ამ ვაკანსიისთვის მთავრობის გუნდსა და მოწინააღმდეგეების შორის.

დღეს ფუნტმა ისევ გააგრძელა კლება და შემცირდა 0,12 პროცენტით და ახლა წყვილი ივაჭრება 1,564 ნიშნულთან. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ფუნტზე განვითარებულია ძლიერი დაღმავალი ტრენდი, რაც განპირობებულია ნეგატიური ინფორმაციით საბანკო სფეროში არსებული კორუფციის შესახებ და საუბრებით ევროკავშირიდან შესაძლო გამოსვლის შესახებ.

ევროზე შემცირდა ფასი 1,354 ნიშნულამდე, რაც ექსპერტების აზრით მხოლოდ საკორექციო უკან დახევაა. საქმე იმაშია, რომ თუ ცოტა ხნის წინ ევროპელებს უხაროდათ მათი ვალუტის გამყარება, რასაც ეკონომიკის გაჯანსაღებას უკავშირებდნენ, ახლა ისინი ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ. საუბარია, რომ ოკეანეს იქით დაიგეგმა დოლარის გაუფასურება 1,4 და მეტ ნიშნულამდე, რაც ამერიკულ პროდუქციას გახდის უფრო კონკურენტუნარიანს და დააზარალებს ევროპელ მეწარმეს.

ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი რჩება ესპანეთსა და იტალიაში მიმდინარე მოვლენები მთავრობების კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ. პრეზიდენტი ოლანდი კარგავს მოსახლეობის მხარდაჭერას. მისი სოციალური პოლიტიკა მძიმე ტვირთად განიხილება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ამავე დროს იგი მაინც მოუწოდებს ევროპის სხვა ქვეყნებს შეწყვიტონ საბიუჯეტო ეკონომიის რეჟიმის პოლიტიკა და მაგალითი აიღონ ამერიკისგან - დაიწყონ ფულის მასობრივი ბეჭდვა ეკონომიკის წასახალისებლად. ჯერ მას არავინ უჯერებს, მაგრამ კრიზისში მყოფი ხალხის აზრის გათვალისწინებით შესაძლოა ცოტა ხანში ევროპის წამყვან ქვეყნებში ვნახოთ სულ სხვა მთავრობები, ორიენტირებულები დღევანდელი დღის პრობლემებზე და არა მომავალზე.

მალე იტალიაში გაიმართება არჩევნები და ინვესტორები შიშობენ, რომ მომავალი მთავრობა გადაუხვევს იმ რეფორმების გზას, რომელიც დაიწყო მარიო მონტიმ და არ აპირებს გაგრძელებას ბერლუსკონი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-24°
ქუთაისი 14°-24°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia