www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:15 24.01.2013
„საქსტატი“ დეკემბერში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას ადასტურებს
EBRD-მა საქართველოს პროგნოზი გააუარესა

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

როგორი იყო 2012 წელს ეკონომიკური ზრდა? საკითხით “კომერსანტი” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ყოფილმა პრემიერმა და ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა განსხვავებული მონაცემები წარმოადგინეს.

ვანო მერაბიშვილის ცნობით, 2012 წლის ბოლოს ზრდა წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2011 წლის ოთხივე კვარტალში შეინიშნებოდა, ხოლო 2012 წლის მეოთხე კვარტალში 2,3%-იანი კლებაა. თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, 2003 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 12%–ს შეადგენდა, ხოლო 2004–ში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი მმართველობის პირველ წელს 5,5%–ს. ნოდარ ხადურის თქმით, 2004 წლის მაგალითიდან გამომდინარე არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ამჟამად ეკონომიკაში რაღაც უჩვეულო ხდება.

მისივე მტკიცებით, იანვარში გაზრდილია მცირე და საშუალო კომპანიების ბრუნვა. რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, „საქსტატის“ ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დეკემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იანვრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. ზაზა ჭელიძის თქმით, დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ტენდენცია არსებობს, თუმცა დაზუსტებული მონაცემებით ჯერჯერობით არ არის.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა კი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა. EBRD-ის მორიგ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%–ია, ხოლო საქართველოს მთავრობა ზრდას 6%–ზე ვარაუდობს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლის ძირითად ნაწილში ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და სიძლიერეს დღესაც ინარჩუნებს, თუმცა, ბანკის განცხადებით, გამოჩნდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ზრდა შესაძლოა შენელდეს ინვესტიციების შემცირების და პოსტსაარჩევნო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის განცხადებით, 2008 წელს დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების თანხები თითქმის ამოწურულია. აქედან გამომდინარე, ახალი მთავრობის მთავარი გამოწვევა მთავარ სექტორებში კერძო ინვესტიციების მობილიზებაა. EBRD–ის ანალიტიკოსების თქმით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებამ დროთა განმავლობაში ექსპორტის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9446
EUR3.2606
GBP3.8789
RUB4.6194
თბილისი -2°-8°
ქუთაისი 2°-14°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia