www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:49 11.01.2013
საერთაშორისო ექსპერტები ეკონომიკური რეფორმების მიხედვით საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერად ასახელებენ
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
“ჰერითეიჯ ფაუნდეიშენი“ და „უოლ სთრით ჯორნალი“ ეკონომიკის რეფორმირების თვალსაზრისით საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერ ქვეყნად ასახელებენ. ერთობლივ კვლევაში „2013 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ნათქვამია, რომ რუსეთთან ურთიერთობები კვლავ რთულია, მაგრამ საქართველოს მთავრობამ გადადგა ცალმხრივი ნაბიჯები კავშირების აღსადგენად და ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც 2010 წელს დაიწყო, გრძელდება ტურიზმსა და მშენებლობაზე აქცენტირებით. 

“ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ და „უოლ სთრით ჯორნალის“ შეფასებით, საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ორი დღე და მინიმალური კაპიტალია საჭირო. კერძო სექტორში ხელფასი ზომიერია, სამუშაო საათების ოდენობა-მოქნილი. თუმცა, კვლევის ავტორების განცხადებით, მიუხედავად რამდენიმე მიმართულებით პროგრესისა, საქართველოში ღრმა ინსტიტუციური რეფორმები სასამართლო დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს. ჯამში ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით საქართველომ მსოფლიოს 180-მდე ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 21-ე ადგილი დაიკავა, რაც წინა რეიტინგთან შედარებით 13 პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია.

„ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში“ საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას ექსპერტთა ნაწილი აფასებს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ რეიტინგი 2012 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, თუმცა ავტორებმა განმარტებებში გასულ წელს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. პაატა შეშელიძე, ახალი მთავრობის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების და აღებული კურსის გათვალისწინებით მომავალი წლის რეიტინგში რიგ ფაქტორებში მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებს. ამასთან შეშელიძე ამბობს, რომ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით საქართველო დღეს 68–ე პოზიციას იკავებს და შესაძლო 100 ქულიდან 45 აქვს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი 2°-7°
ქუთაისი 7°-17°
ბათუმი 11°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia