ჯანო იზორიას განცხადება "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვებს შემდეგ - "ისეთ დარტყმას გაუძელი"
პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" გუშინ კანო იზორიამ დატოვა. ფინალში ერთმანეთს სტანისლავ ბონდარენკო და ანდრია გველესიანი დაუპირისპირდებიან.
პროექტის დატოვების შემდეგ ჯანო "ფეისბუქში" წერს:
"მიყვარხართ ყველანი, მაგრამ მაინც იმ წამს, იმ წუთას დედაზე ვფიქრობდი. დედა როგორ ხარ, არაუშავს დე, შენ ისეთ დარტყმას გაუძელი ოლიმპიადაზე, ჩემი მონაგონია დეე, შენ ბედნიერი ხარ იცოდე, შენი ნიკოლოზი ოლიმპიელი გყავს, მეც რაღაცას ვცდილობ. იამაყე ჩვენით და იყავი ბედნიერი მამასთან ერთად".