www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:57 28.10.2015
ფინკა ბანკი საქართველო პერსონალურ საბანკო მომსახურებას ნერგავს

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2015 დღეს, ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ.52. პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი მომხმარებლებს სრულ პერსონალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო სერვის ცენტრის მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევენ პირადი ბანკირები. ამ სერვის ცენტრის მომხმარებლები შეუერთდებიან 80,000 ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც ფინკა ბანკის ფინანსური მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.

ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ფინკა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა განაცხადა: „პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნა ფინკა ბანკისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ეს არის საშუალება კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ფინანსური მომსახურება და ფინკას გლობალური მისიის ერთგულნი დავრჩეთ.

სადეპოზიტო პროდუქტები, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, საშუალებას აძლევს ჩვენს ორგანიზაციას გაზარდოს დაკრედიტების არეალი და კიდევ უფრო მეტ მცირე ან საშუალო ბიზნესის მქონე პირს მისცეს საშუალება, გაზარდონ მათი შემოსავალი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.”

ფინანსური სფეროს ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, ფინკას, საქართველოში მოღვაწეობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში, ფინკა საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაკრედიტების კულტურის ჩამოყალიბებასა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში. ამავდროულად, ფინკა ბანკი დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს, ვინაიდან დანაზოგების საშუალებით დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობების განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნის საწინდარია.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1761
EUR3.5366
GBP3.9161
RUB4.5026
თბილისი 15°-27°
ქუთაისი 13°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი