www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:18 10.06.2015
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  4 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა. 

კომპანიამ სტუდენტები,  საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია. გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ. 

სტუდენტებს პირადად შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.

მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, დევნილი სტუდენტების განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

 ,,დევნილთა სამინისტრო არის შუამავალი კომპანიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას ასეთი ქველმოქმედებისთვის და წარმატება ვუსურვო იმ თითოეულ სტუდენტს,რომელმაც მიიღო აღნიშნული დაფინანსება.’’ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ კომერციული დირექტორის განცხადებით, კომპანია ,,ზედაზენი’’ აგრძელებს დაწყებულ ტრადიციას და დებს ინვესტიციას იმ წარმატებული სტუდენტების განათლებაში,რომლებსაც არა აქვთ  ამის ეკონომიური საშუალება .

,,ჩვენ ამას განვიხილავთ,როგორც ინვესტიციას საქართველოს მომავალში.როგორც მოგეხსენებათ განათლებაში ინვესტიცია არის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით ჩვენ ვაძლევთ შანსს ამ ადამიანებს გაუკეთონ რელიზება საკუთარ ნიჭს და გახდნენ წარმატებული, პროფესიონალი კადრები.’’-კახა პაიჭაძე

გასულ წლებში,  ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის  სწავლის საფასური  და  ბიზნეს სექტორის ჩართულობის კუთხით, სამინისტროსთან სამომავლო თანმშრომლობის სურვილი გამოთქვა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia