www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:42 25.07.2014
„გორგიამ“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგიამ“ დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი გახსნა. 

„გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, ჰიპერმარკეტი თბილისის არჩეულმა მერმა - დავით ნარმანიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. ჰიპერმარკეტის გახსნას  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 100-მდე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„სამშენებლო სფეროში ეს ყველაზე დიდი ცენტრია ჩვენს რეგიონში, ასეთი ცენტრის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა მოხდეს იმ დიდი პროექტების, რომლის განხორციელებასაც მშენებლობის და ქალაქის განვითარებისთვის ვგეგმავთ,“- განაცხადა ქალაქის მერმა. 

წერეთლის #140-ში მდებარე 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 25 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. „გორგიაში“ მისულ კლიენტებს იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია დახვდებათ. 

 „ჰიპერმარკეტის  გახსნა ბოლო წლებში ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ. 

კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის ათ მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. 

კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ყველა მათგანმა შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარა. 

გახსნასთან დაკავშირებით, პირველი 500 მომხმარებლისათვის გორგიამ სპეციალური საჩუქრები გაათამაშა. 

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ანალოგიური ჰიპერმარკეტების გახსნა მოთხოვნიდან გამომდინარე ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება. 

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგია 1995 წელს დაარსდა და დღესდღეობით ამ სფეროში ერთერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით 800 მაღაზიას მოიცავს.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia