www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:51 24.10.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24 -30 ოქტომბერი
მათთვის, ვისაც დაბადებიდანვე მოსდგამს მწარე ენა, ახალს არაფერს ვიტყვით ალბათ, მაგრამ ის, ვისაც ზოგადად ენაკვიმატობა არ ახასიათებს, ალბათ გაოცებული იქნება დამდეგი კვირის მანძილზე იმით, რომ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც ცინიკურ გამოთქმებსა და რეპლიკებზე გამოიჭერს. თუმც კი გასაკვირი არც არაფერია, იმიტომ რომ, ზუსტად ამ კვირიდან პლანეტა მერკური ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და ჰაეროვანი, დიპლომატიური სასწორიდან - აგრესიულ მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს კრიტიკული ტონი, გარკვეული ცინიზმი და მოვლენების ინტუიციურად ხედვის უნარი. მერკური მორიელში ურთიერთობებში თავისებურ "გესლიან" ტონს შემოიტანას, ამიტომ სასურველია, ახლა ისე როგორც არასდროს, ვაკონტროლოთ საკუთარი სიტყვები საქმიანი თუ პირადი ურთიერთობებისას. 

პირადი ურთიერთობები განსაკუთრებული "სამიზნის" ქვეშაა კვირის დასაწყისში, იმიტომ რომ, მერკურის მორიელის ნიშანში გადასვლას, ვენერა-ნეპტუნის კვადრატიც "გაუმაგრებს ზურგს", რაც თავის მხრივ წყვილებს შორის გაუგებრობებს, ტყუილისა და ღალატის პრეცედენტებს წამოსწევს წინა პლანზე. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე, ისე როგორც არასდროს, მოგეთხოვებათ საყვარელ ადამიანთან მაქსიმალური გულწრფელობის გამოჩენა. ამგვარი ჟესტის გამო კი დამერწმუნეთ აუცილებლად დაჯილდოვდებით, იმიტომ რომ, ვენერა თავის მხრივ იუპიტერთანაც გააკეთებს კვირის მანძილზე დადებით ასპექტს. რაც აუცილებლად მოიტანს როგორც ლამაზ, რომანტიკულ წუთებს ურთიერთობაში, ისე ფინანსურ საკითხებში წინავლისა და მომგებიანი სვლების გაკეთების შანსს. 

კვირის შუა პერიოდი შესანიშნავია საქმიანი მოლაპარაკებების დასაგეგმად. არაჩვეულებრივი დროა სამეცნიერო-კვლევით სფეროში, კრიმინალისტიკასა და საგამოძიებო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. არანაკლებ უმართლებთ ფარმაცევტებს, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს პროფესიულად. 

კვირის მეორე ნახევარში მარსი-უარნის დაძაბული ასპექტაცია და მერკურის აგრესიულ მორიელში განლაგება ავტოსაგზაო შემთხვევების, ტექნოგენური ავარიებისა და უბედური შემთხვევების რისკს ერთი-ორად გაზრდის. ამიტომ 27 ოქტომბრიდან მოყოლებული კვირის ბოლომდე, სიფრთხილე გვმართებს გზებზე. არანაკლები სიფრთხილის გამოჩენა ესაჭიროებათ ელექტროობასთან და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე ადამიანებს. 

კვირის მიწურულს ახლამთვარეობას ველით ისევ და ისევ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ სასურველია, მილეული მთვარის ფაზაში ყველა ის საქმე მოვილიოთ, რომელმიც უკვე დიდი ხანია იმსახურებს ლოგიკურ დასასრულს. დავისახოთ გეგმები - რა სახის მავნე ჩვევებისგან გვინდა გავთავისუფლდეთ. იქნებ მომაბეზრებელ ურთიერთობებს ვერ ვუსვამთ წერტილს უკვე რამდენი ხანია? ახალმთვარეობის ენერგეტიკა ყველანაირი სახის მენტალური თუ მატერიალური ვალისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.0772
EUR3.4366
GBP3.8671
RUB4.4862
თბილისი 14°-29°
ქუთაისი 14°-24°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia