www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:00 08.05.2016
ასტროლოგებმა დაადგინეს რამდენ ხანს ცოცხლობს სიყვარული წყვილებს შორის
ამბობენ, რომ სიყვარული დაახლოებით ერთ-ნახევარი ორი წელი ცოცხლობს წყვილებს შორის, ვნება - სამიდან ოთხ წლამდე, მეგობრობა - შვიდი-რვა წელი, ხოლო ენერგეტიკული კავშირი ზოგადად შეყვარებულ ადამიანებს შორის, დაშორების შემთხვევაშიც ნარჩუნდება 7 წლის მანძილზე, უმეტესად სიზმრების სახით. აი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება კი გაცილებით დიდხანს, ცხრიდან-ათ წლამდე მიჰყვება ადამიანს იმის მიმართ, ვისთან ერთად ცხოვრებასაც წლების მანძილზე მიეჩვია. 

ასტროლოგიური კუთხით, სასიყვარულო რომანები ძირითადად რამდენიმე ასპექტის აქტივაციისას იწყება. ერთ შემთხვევაში ეს არის იუპიტერი-ვენერას დადებითი ასპექტები (ერთი პარტნიორის ვენერა მეორე პარტნიორის იუპიტერს უერთდება, ტრინს აკეთებს 

ან სექსტილს ქმნის მასთან). ხოლო მეორე შემთხვევაში მარსი-ვენერას ჰარმონიული კავშირი განაპირობებს მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში. 

ზემოთ ხსენებული პერიოდები ყოველ ორ-ოთხ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ წყვილები მარსი-ვენერას და იუპიტერი-ვენერას მორიგი პოზიტიური ტრანზიტისას, განსაკუთრებულ ჰარმონიას გრძნობენ ერთმანეთის გარემოცვაში და ეძლევათ შანსი კიდევ ერთხელ განიცადონ მორიგი თაფლობის თვე მეორე ნახევართან.

სელენა ანუ თეთრი მთვარე წყვილს შორის გულწრფელობის მოთხოვნილებას აძლიერებს, მისი ასპექტები დაახლოებით შვიდ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ ამგვარ პერიოდში მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება იმატებს და აქამდე ტაბუდადებულ საკითხებში გარკვევა მარტივი ხდება. სელენას გავლენით ძველი წყენების გადახარშვაც არის შესაძლებელი, თუკი წყვილი მის პრინციპებს "აპატიო-დაივიწყო" მიჰყვება.

ლილიტი იგივე შავი მთვარე კი პირიქით, ადამიანებში მათი ჩრდილოვანი მხარის წინ წამოწევას უწყობს ხელს. ამიტომ ლილიტის ციკლის დადგომისას რომელიც ყოველ 9 წელიწადში ერთხელ ხდება, მეუღლეებს შორის ერთმანეთის ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების პერიოდი დგება. აქედან გამომდინარე, სასურველია, ლილიტის ციკლისას გაცილებით უფრო მეტი ლოიალურობით მოეკიდოს ცოლ-ქმარი ერთმანეთის ხასიათში აღმოჩენილ ან გაძლიერებულ ნაკლოვანებებს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 1°-12°
ქუთაისი 4°-11°
ბათუმი 6°-10°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia