www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:41 22.02.2016
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 22-28 თებერვალი
თებერვლის ბოლო კვირა ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული მოდის, ამიტომ როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად კარგად უნდა მოვემზადოთ გაზაფხულისთვის, რომელიც საცაა შემოაღებს კარს. 

მანამდე კი მზე ზოდიაქოს ბოლო ნიშანს - თევზებს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ სამყარო ვერძის დინამიკურ რიტმში გადავა და გაზაფხულის ენერგეტიკა ძალაში აქტიურად შევა, ჯერ თევზებისთვის დამახასიათებელი თვითჩაღრმავებისა და "მედიტაციის" პროცესია გასავლელი. მოკლედ, დროა საკუთარ თავს "ევრორემონტი" ჩავუტაროთ გაზაფხულისთვის. 

დიახ, 19 თებერვლიდან მზე თევზების ნიშანში გადავიდა, ხოლო 22 თებერვალს სავსემთვარეობას ველით თევზების ოპოზიციურ ქალწულის ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ კვირა ერთობ ემოციურად იწყება. სავსემთვარეობა იცით, ალბათ, რომ ადამიანებში ემოციურ ფონს შესამჩნევად ააქტიურებს. მათ შორის ამ მხრივ ყველაზე მეტად ქალები "იჩაგრებიან". შესაბამისად, მამაკაცებო, მიმდინარე კვირის პირველ ნახევარში სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ მეტი მოთმინებისა და ლოიალურობის გამოჩენა არ გაწყენდათ. რას ვიზამთ, მთვარის ბრალია ყველაფერი! 

სავსემთვარეობასთან მიახლოებულ დღეებში და უშუალოდ ამ დღეს აქტიური იქნება ჯანმრთელობასთან და სამსახურებრივ წვრილმანებთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ, როგორც სამსახურებრივი ისე პარტნიორული კავშირების კუთხით. თუკი ხვდებით, რომ საქმეს სანახევროდ აკეთებთ ან სიზარმაცემ დაგრიათ ხელი, სასწრაფოდ მოიკრიბეთ ძალები მეტი კონცენტრაციის გამოსამუშავებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში არც სამსახურეობრივი საყვედრული დააყოვნებს და არც მეორე ნახევრისგან კრიტიკა, რომელიც გაიძულებთ მეტი რესურსი გასწიოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. 

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. მაქსიმალურად აკონტროლეთ უმნიშვნელო ხარჯების წარმომავლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სავსე მთვარის გავლენით უახლოესი ორი კვირა თქვენთვის განუსაზღვრელი და დაუგეგმავი ხარჯების პერიოდი იქნება. 

არანაკლები დაკვირვებულობა გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს (თუმცა მოერიდეთ უშუალოდ ქირურგიულ ჩარევას სავსემთვარეობისას!), პროფილაქიკურ მკურნალობას, დიეტას ან გამოკვლევას. 

25 თებერვალს მერკურისა და სატურნის დადებითი ასპექტაციის გამო აქტიური იქნება ადამიანებში გონებრივი პოტენციალის სწორად გამოყენების შანსი. მარტივად მიიღწევა შეთანხმებები საქმიან და ბიზნეს სფეროში. თუმცა მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ ახალი და ინოვაციური პროექტების წამოწყებას. 

კვირის ბოლოს მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების დოზა საზოგადოებაში. ნეპტუნის, მერკურის და შავი მთვარის ერთობლივი ასპექტები გააქტიურებს ინფორმაციის არასწორად გავრცელებისა და გააზრების საშიშროებას. ამიტომ სასურველია, თუკი ვიქენდებს სიმშვიდესა და საყვარელ ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციაში გაატარებთ. გახვალთ ქალაქარეთ და თავს მოარიდებთ სიტუაციის ამაო ანალიზს, სხვების განსჯას და ენის მოქავებას. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.06
EUR3.4655
GBP3.8681
RUB4.3263
თბილისი 19°-30°
ქუთაისი 21°-29°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia