www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:51 13.01.2015
შემიყვარდა, კიბოს დიაგნოზი დამისვეს, ვუთხარი და...

გთავაზობთ ერთგული მკითხველის წერილს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებთ  გულგრილს:

„ცხოვრება სავსეა სხვადასხვა სიახლეებით, სურპრიზებით, დადებითი ემოციებით და ტრაგედიებით. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ერთი მეორეს მოსდევს, მეორე კი მესამეს, თითქოს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება და ადამიანის არსებობა სრულყოფილი ვერ იქნება. იყო მხოლოდ ბედნიერი, ან მხოლოდ უბედური, იყო მხიარული ან მხოლოდ ცუდ ხასიათზე მყოფი პიროვნება, იყო ბოროტი ან მხოლოდ კეთილი, თითქოს არ გაქვს მხოლოდ ერთის არჩევის უფლება, როგორც ჩანს ზედმეტად დიდი ფუფუნებაა. ბავშობიდან მახსოვს ფრაზა: „ცხოვრებას არ ეთამაშო, ყველაზე აზარტული თამაშია, რომელსაც ვერასდროს მოუგებ, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტ მასთან თამაშს, იმასაც შეეგუე, რომ აუცილებლად მოგიგებს!“, ამ ყოველივეს როგორც მახსოვს მამა მეუბნებოდა.

საკმარისად ვეთამაშე, ბევრჯერ წავაგე, რამდენიმეჯერ  გამარჯვების სიამოვნებაც განვიცადე, თუმცა ამ აღმართს, სწრაფად მოჰყვა დაღმართიც, ამიტომ პირადი გამოცდილებიდან გირჩევთ, გაითვალისწინეთ ზემოთ ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზა.

რა თქმა უნდა ადამიანის არსებობა რისკის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ამ რისკის შედეგებიც კარგად უნდა გქონდეთ გათვლილი და წარუმატებლობისთვისაც მზად უნდა იყოთ.

სასოწარკვეთილი აზრებით დავიწყე ჩემი სათქმელის მოყოლა. მაგრამ აქედანვე გეტყვით, წავაგე, მოვიგე, კვლავ წავაგე ეს სასტიკი თამაში, თუმცა, საბოლოოდ ვთვლი, რომ მაინც გამარჯვებული ვარ...

აი, ის რაც მსურს, რომ გითხრათ:

იყო და არა იყო რა... ვცხოვრობდი, 20 წელი ვცხოვრობდი ისევე, რგორც ნებისმიერი გოგო, თინეიჯერი და შემდეგ უკვე ზრდასრული ადამიანი. ვსწავლობდი, ვჩხუბობდი მშობლებთან, დედმამიშვილებთან, ვიძენდი და ვკარგავდი მეგობრებს, ნაცნობებს, ისევე მიყვარდებოდა როგორც სხვა დანარჩენს და ერთ დღესაც, ნამდვილად შემიყვარდა. პირობითად ვუწოდოთ ამ ადამიანს „იქსი“. 20 წლის ასაკში მივხვდი, როცა გიყვარს და თვლი, რომ ყველაფერი გაქვს, რაც ამ ასაკში უნდა გქონდეს, ნამდვილად ბედნიერი შეიძლება რომ იყო. მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი. ვარსებობდით ერთმანეთისთვის და ვარსებობდით ერთად. ვეხმარებოდით ერთმანეთს ყოველგვარი პრობლემის გადაწყვეტაში, ვსაუბრობდით, ვერთობოდით, ერთმანეთისთვის ვცხოვრობდით და ჩვენ ერთი მთელი ვიყავით.

თუმცა, რამდენიმე თვეში, მოხდა ის, რაც იმ დროისთვის ყველაფრის დასასრულად მეჩვენებოდა.

ერთ მშვენიერ დილას, ზაფხულში ზღვაზე დასასვენებლად წასული ცუდად გავხდი. თეთრი ხალათები, ექიმების მკაცრი სახეები, მშობლების ცრემლიანი თავლები და შემდეგ დიაგნოზი - ავთვისებიანი სიმსივნე, კონკრეტულად კი საუბარი არ მსურს. შემდეგ მოვლენა ჰოლივუდის ფილმის სცენარივით განვითარდა. სიცოცხლის ძალიან მცირე დრო, რამდენიმე თვე. ეს ის მომენტი იყო, რომელიც საკმაოდ ბანალური ფრაზით უნდა ავხსნა: სულიც კი მტკიოდა. გაბრაზებული ვიყავი, ძალიან გაბრაზებული, ყველაზე და ყველაფერზე, უსამართლობად მიმაჩნდა, მაშინ, როცა რაღაც კარგი იწყებოდა, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, მიყვარდა, ვუყვარდი, ვმუშაობდი და უეცრად ყოველივე მთავრდებოდა, ჩემს ოცნებებს ძირი ეცლებოდა. განსაკუთრებით კი ის მაშფოთებდა, რომ იმ ადამიანთან ურთიერთობა აღარ მინდოდა, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვაზეც კი თანახმა ვიყავი. თუმცა, ვიფიქრე, მაქვს გარკვეული დრო, ვეტყვი, ავუხსნი, ვიქნები მარტო, არავინ დაიტანჯება და მე  ბედნიერად ვიარსებებ ამ მცირე დროის განმავლობაში.

ვუთხარი და...

ალბათ, გაგიკვირდებათ, მე ამის შემდეგ  უფრო მეტად შემიყვარდა „იქსი“. მისთვისაც უდიდესი ტრაგედია აღმოჩნდა ჩემი ამბავი. საღამო იყო, მანქანაში  ვისხედით და  ვუთხარი ყველაფერი, ასევე მტკიცედ განვაცხადე: მე შენ აღარ მიყვარხარ...

გაეღიმა...

„მე მიყვარხარ. მე მინდა შენთან, მინდა შენთვის ცხოვრება და ასეც იქნება, ასე იქნება ძალიან დიდხანს. ამის მეტს არაფერს ვიტყვი!“

მართლაც არაფერი უთქვამს, არც მე მითქვამს, ალბათ მიხვდა, რომ ვტყუოდი, როცა ვუთხარი აღარ მიყვარხარ-მეთქი.

გჯერათ სასწაულების? ჩემი ისტორიის შემდეგ მე დავიჯერე. რწმენა ძალიან ძლიერი რამ არის, დაივიწყეთ სასოწარკვეთა და იბრძოლეთ. თუ საკუთარი თავისთვის არა, ვინმესთვის მაინც იბრძოლეთ, იმ ადამაინებისთვის ვინც ღირებულია თქვენთვის.

ამ სიტყვების შემდეგ თითქოს მეორედ დავიბადე, დავთანხმდი ყოველგვარ მკურნალობას და გონებაში მუდამ  ვიმეორებდი: „მე შევძლებ, გადავრჩები, ვიცხოვრებ მასთან ერთად, ვიცხოვრებ მისთვის, ვიცხოვრებ ჩვენი მომავლისთვის“ და მე ვცოცხლობ ჩვენი მომავლისთვის.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, მაშინ როცა სიცოცხლის რამდენიმ თვე იყო დარჩენილი. მე „იქსმა“ ცხოვრება ერთი მარტივი ფრაზით და  უდიდესი გრძნობით მაჩუქა.

ირწმუნეთ, გიყვარდეთ და იბრძოლეთ. არ ითამაშოთ, იბრძოლეთ სიცოცხლისთვის, ხოლო სიცოცხლე სიყვარულით კი ნამდვილად უნიკალურია.

ასე გამამარჯვებინეს, არ ვიცი რა მელის სამომავლოდ, მაგრამ იმედი არსებობს და ამ იმედს სიყვარული ჰქვია.

თქვენი ერთგული მკითხველისგან“. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-12°
ქუთაისი 7°-19°
ბათუმი 9°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia