www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:40 03.07.2014
ინტერვიუ ქართველ ტრანსექსუალთან – ''ახლა ვემზადები და მკერდს ვიკეთებ''...
რეიტინგი.ჯი

ბოლო დროს საქართველოში ჰომოფობიის ბრალდებით არაერთი ქართველი ვარსკვლავი გაეხვია სკანდალში. ამის მაგალითად შეგვიძლია მსოფლიო დონის საოპერო მომღერალი თამარ ივერი მოვიყვანოთ, რომელსაც ერთი წლის წინ გეების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ორმა ოპერამ კონტრაქტი გაუუქმა. მეორე შემთხვევა ახალია, სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო უფლებადამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სოფო წერდა, რომ ჰომოსექსუალები ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ და ყველაფერი სააშკარაოზე გამოფინეს. 

ფაქტია, რომ ბოლო დროს უმცირესობების უფლებებს უამრავი ადამიანი იცავს, ის კი, ვინც მათ გააკრიტიკებს ან შეურაცხმყოფელ კომენტარს გამოაქვეყნებს სოციალურ ქსელში, მედიის ინტერესის ობიექტი ხდება. 

მართალია, ''ლგბტ'' თემს ბევრი უფლებადამცველი ჰყავს, მაგრამ ისინი მუდმივად წუწუნებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ ტრანსსექსუალთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და მოეყოლა, როგორ ცხოვრობენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში. მაგრამ ინტერვიუზე რომ დაგვთანხმებოდა, ჩვენგან ფულადი ანაზღაურება მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, ურთიერთობის ეს ფორმა უჩვეულო არ არის ტელევიზიებისთვის, რადგან მოგვწერა, რომ ტელეინტერვიუში ანაზღაურება არაერთხელ მიუღია. 

ინტერვიუზე დაგვთანხმდა მეორე ტრანსსექსუალი მარი (სახელი შეცვლილია - ავტ.). 

მართალია, არ მალავს, რომ ტრანსსექსუალია, მაგრამ გვითხრა, რომ მშვიდი ცხოვრება სურს და პიარი არ სჭირდება, ამიტომ სახის გამოჩენას მოერიდა, თუმცა ყველა კითხვაზე სიამოვნებით გვიპასუხა. 

- მარი, როგორ ცხოვრობთ საქართველოში ტრანსსექსუალები, რა პრობლემები გხვდებათ? 

- ჩემი ჩათვლით, საქართველოში ალბათ 5-დან 7-მდე ტრანსსექსუალი იქნება. პირადად მე ისე ვცხოვრობ, როგორც რიგითი დიასახლისი. საზოგადოება უფრო მეტად ტრანსვესტიტებს იცნობს, ტრანსსექსუალები ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებთ, რადგან ასე უფრო ადვილია საქართველოში ცხოვრება. ჩემ მიმართ აგრესია არასოდეს მიგრძნია. 15 წელია, რაც ტრანსსექსუალი ვარ. მკითხველს რომ ავუხსნა, მე ასეთი ვარ დღე და ღამე, ტრანსვესტიტები კი დღე ჩვეულებრივი მამაკაცები არიან, ღამე კი იგრიმებიან და ქალები ხდებიან. მე სულით ხორცამდე ქალი ვარ. 

- გეებსა და ტრანსვესტიტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? 

- ჩვეულებრივი, განსხვავებული არაფერი. სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის იყო კონკურენცია ქალებსა და ტრანსსექსუალებს შორის. გეებსა და ტრანსვესტიტებზეც იმავეს ვიტყოდი. 

- ქართველი ტრანსსექსუალებიდან საზოგადოება მხოლოდ კესარია აბრამიძეს იცნობს, მან არაერთი ოპერაცია გაიკეთა, რომ თავი სრულყოფილ ქალად ეგრძნო. რამდენად მარტივია საქართველოში ამის მიღწევა? 

- პლასტიკურ ოპერაციებს ის იკეთებს, ვისაც პრობლემები აქვს. მე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. ახლა ვემზადები და მკერდს ვიკეთებ. დანარჩენი ქალის პარამეტრები მაქვს. 

- რა გზა გაიარე, სანამ აღმოაჩენდი, რომ ტრანსსექსუალი ხარ? 

- თავი ბიჭად არასოდეს მიგრძნია. სკოლის პერიოდიდან ასეთი ვარ. უბრალოდ, ახლა გავიზარდე და დავიხვეწე. ბიჭის საცვალიც კი არ მცმია. ორი და მყავს და ბავშვობაში ერთმანეთის საცვლებით დავდიოდით. 

- შენი ოჯახი ამას როგორ აღიქვამდა? 

- მამით ობოლი ვარ, პირველი შვილიშვილი ვიყავი და ყოველთვის მათამამებდნენ. მქონდა ის, რაც მინდოდა. საერთოდ, ყველა ნორმალური მშობელი განიცდის, რომ ბიჭი გააჩინა და ქალი გახდა. 

- როდესაც გარდატეხის ასაკში ცვლილებები დაგეტყო, დედას ხომ არ ურჩევდნენ, რომ ექიმთან მიეყვანე? 

- ექიმი რა შუაშია. მე ხომ ცუდად არ ვიყავი. უბრალოდ, ასე მოხდა და ვერაფერს მიშველიდნენ. ჩემი ოჯახის წევრებიდან ყველა დაკავებული იყო და დღემდე ასეა. დედას მეზობლებთან არასოდეს ჰქონია ახლო ურთიერთობა, რომ ვინმეს რჩევა მიეცა. ცხოვრებაში ყავაც კი არ აქვს დალეული მათთან. 

- ეთანხმები იმ აზრს, რომ ბოლო დროს საქართველოში ტრანსსექსუალობა მიმბაძველობად იქცა? 

- კი, და ბიზნესად, რადგან მოთხოვნადია, რაც ძალიან მაღიზიანებს. 

- რამდენად მართალია ჭორები, რომ სექსუალური უმცირესობების მომსახურებით ხშირად ცნობილი ადამიანებიც სარგებლობენ? 

- 100 %-ით სიმართლეა. ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და აკეთებენ იმას, რაც სურთ. 

- ამბობენ, რომ მათ შორის პოლიტიკოსებიც არიან... 

- გეთანხმებით... 

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, რომ შენს ვინაობას არ გაამხელდი, რადგან პიარი არ გჭირდება... 

- არ მინდა, ვინმეს რამე ვუმტკიცო, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა და როდესაც ღიად საუბრობ, ამ დროს უამრავი ადამიანი გამოჩნდება, ვინც გაგაკრიტიკებს. ამ ყველაფერს თავს ვარიდებ, რადგან მშვიდ ცხოვრებას ვარ მიჩვეული. 

- საზოგადოების მცირე ნაწილს ჰგონია, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ძირითადად ცირკთან დგანან. 

- ეგენი ტრანსვესტიტები არიან, რომლებსაც მე პირადად მასხარებს ვუწოდებ. 

- რატომ? ამბობენ, რომ თქვენ შორის ნაკლებია სოლიდარობა... ერთმანეთს აკრიტიკებთ, მტრობთ. 

- გეთანხმები, მაგრამ ეგ ქალებს შორისაც ხდება. 

- შეიძლება გკითხო, შეყვარებული ხარ თუ არა? 

- მე მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ და დაოჯახებაზეც ვფიქრობ. არც მინდა, წარმოვიდგინო, რომ რამე პრობლემა შემექმნება. 

- ამბობენ, რომ შოუბიზნესის წარმომადგენლებიდან სექსუალურ უმცირესობაში განსაკუთრებული პოპულარობით ჯაბა ქარსელაძე სარგებლობს, ძალიან მოსწონთ გარეგნულად. 

- ცდებით, პირადად ჩემი კერპი ირაკლი ალასანიაა და სხვის მაგივრად ვერ გიპასუხებთ. 

- დასასრულ გკითხავ, რას ეტყოდი ქართულ საზოგადოებას? 

- ჯერ საკუთარი თავები გააკრიტიკონ და მერე სხვა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia