www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:01 10.06.2013
ალ ჯაზირა – "რუსეთის გადმოწეული საზღვრები ქართველების გაბრაზებას იწვევს"
interpressnews

"რუსეთის გადმოწეული საზღვრები ქართველების გაბრაზებას იწვევს", - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ნივ ბარკერის სიუჟეტს საქართველოზე

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, მავთულხლართების გაბმამ დაძაბულობა გაზარდოს ტერიტორიაზე, რომელიც ჯერაც კონფლიქტის ზონად ითვლება

"დემარკაციის ხაზს იქით მოყვა ადგილობრივების ხეხილის ბაღები, სადაც ახლა რუსი ჯარისკაცები დგანან და უფლებას არ აძლევენ ბაღის პატრონებს მოსავალი აიღონ", - აღნიშნავს ნივ ბარკერი და ადგილობრივი მოსახლის, დიმიტრი გუგუტიშვილის სიტყვები მოჰყავს, რომელიც აცხადებს, ეს ბაღები მისი და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. 

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ყველა თავის დასავლელ მოკავშირეს აფრთხილებს მომხდარის შესახებ და უცხოელი დამკვირვებლები მოიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ "მცოცავი ანექსია". 

"რუსეთი კი აცხადებს, რომ ღობე კანონიერად გადმოწია, რადგან მოსკოვმა ადმინისტრაციული კონტროლი დაამყარა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მოსკოვი ამ რეგიონს ახალ ქვეყანად აღიარებს, თუმცა ამას მხოლოდ რუსეთის მოკავშირეები უჭერენ მხარს. საქართველოსთვის კი ეს რეგიონი ისევ მისი ტერიტორიაა და გადმოწეული მავთულხლართები ოკუპაციის ხაზია", - აღნიშნავს ნივ ბარკერი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 20°-29°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia