www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:42 07.11.2012
გია ჭანტურიას საგანგებო განცხადება
პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადებით, ტელევიზიაში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის 2012 წლის 6 ნოემბრის  ბრძანების საფუძველზე, რევიზიის ჩასატარებლად, საშემოსავლო ორგანო შევიდა.

როგორც ჭანტურიამ საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, ხადურის ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 90-ნი წლებიდან დღემდე, ამ შენობაში საგადასახადო ორგანო ტელევიზიის შემოწმებისთვის არასდროს შემოსულა. აქამდე ყველა შემოწმებას აუდიტის სამსახური აწარმოებდა. მსგავსი   შემოწმება გასულ წელს იყო და სამ-ოთხ თვეში უნდა განახლებულიყო. აქედან გამომდინარე კითხვები გვაქვს, როცა ვიცით, რომ რამდენიმე თვეში გეგმიურად უნდა შეგვამოწმოს აუდიტმა, რატომ  იყო გუშინდელი ბრძანება გეგმიური, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ“,- განაცხადა ჭანტურიამ.

მისი თქმით აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უნდა გასცეს.

ჭანტურიამ დღესვე სპეციალურ განცხადებას მოაწერა ხელი და არხის თანამშრომლებს მოუწოდა „რევიზორებს“ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.

„მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ რევიზიის პროცესი არ გადაგვეღო, რასაც ვერ დავპირდებით. 24 საათის განმავლობაში მათ მუშაობას გადაიღებს არხის კამერა და იქ იქნება ჩვენი ჟურნალისტი. ამასთან, თქვენ თვალწინ ვაწერ ბრძანებას ხელს, რომლის მიხედვითაც ვქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ტელევიზიაში შემოსულ ჯგუფს დაეხმარება“,- დასძინა არხის გენერალურმა დირექტორმა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1901
EUR3.5149
GBP3.9334
RUB4.4993
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 15°-31°
ბათუმი 15°-23°
მთავარი