www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:29 30.10.2012
ქართული ოცნება რეალობის პირისპირ
სილვია შტობერი

საქართველოში პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ახალი მთავრობის მეთაურად აირჩია. ამით პირველად ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. თუმცა ივანიშვილის პარტიაქართულ ოცნებასნამდვილი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ აქვს.

საქართველოში მართლაც რომ ისტორიულმა ფაზამ თავისი ლოგიკური გადაწყვეტა ჰპოვა. ეს ფაზა პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დაიწყო და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებით დასრულდა: პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ახალ მეთაურად აირჩია. სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში, რომელიც 1990-იან წლებში ომისა და პოლიტიკური მარცხის პირობებში ერთხელ უკვე აღმოჩნდა დაშლის საფრთხის წინაშე, პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გზით გადაცემა მოხდა.

მომავალი წელი არანაკლებ დაძაბული იქნება. რადგან ახლად არჩეულმა მთავრობამ ივანიშვილის პრემიერობის პირობებში 2013 წლამდე პრეზიდენტის პოსტზე მყოფ სააკაშვილთან კონსულტაციების გზები უნდა გამონახოს. სააკაშვილმა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავისი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება აღიარა. მას ახლა, რვა წლიანი ერთპიროვნული მმართვის შემდეგ, 150 მანდატიან პარლამენტში 65 ოპოზიციური მანდატი აქვს.

თანამშრომლობის პირველი ტესტი პოლიტიკურმა მტრებმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა, ისევე როგორც მათი გუნდის წევრებმა, 9 ოქტომბერს გაიარეს. შეხვედრის დასასრულს, კამერების წინ ხელის ჩამორთმევისას, გაქვავებული სახის გამომეტყველება სიტყვებზე მეტყველი იყო.

ამ შეხვედრაში თავდაცვის ახალი მინისტრი და ვიცეპრემიერი ირაკლი ალასანიაც მონაწილეობდა: „ივანიშვილმა ნათლად განმარტა, რომ ახლა ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და სააკაშვილმა მთავრობის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. თუმცა მან ასევე თქვა, რომ ჩვენ ქვეყნის მომავალზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და წარსულში ღრმად არ ვიქექოთ“.

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა

თუმცა განვლილი რვა წლის შესწავლა საჭირო იქნება. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაუგროვდა ხალხს, მათ შორის სხვადასხვა საპატიმროებიდან ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით. ეს კადრები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გავრცელდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთი მხრივ იმაში, რომ სამთავრობო პარტიამ არჩევნები წააგო და მეორე მხრივ პირველად, ღიად დაიწყო საუბარი საზოგადოებაში ძალადობასა და მთავრობის ოპონენტების მიმართ ზეწოლაზე. ბევრმა პოლიტიკოსმა, რომლებსაც ხშირად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდნენ, არჩევნების შემდეგ სულ ცოტა ხანში ქვეყანა დატოვა.

გამქრალი მინისტრებიდახარჯული მილიონები

„პირველებმა ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა დატოვეს. ეს იმის მანიშნებელია, რამდენად კარგად იციან თავად, თუ რამდენი უსამართლობა ჩაიდინეს“, ამბობს ალასანია. მისმა წინამორბედმა თავდაცვის მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აღიარა, რომ აღარ იმყოფება საქართველოში. თუმცა შეცდომების დაშვებას უარყოფს.

ალასანიას თქმით, მისმა გუნდმა თავდაცვის სამინისტრო კატასტროფულ მდგომარეობაში გადაიბარა. პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მილიონობით თანხები ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე იქნა გაცემული. როგორც ჩანს, ყოფილი მინისტრები თავდაცვის სამინისტროს როგორც საკუთარ კრიმინალურ საწარმოს, ისე უძღვებოდნენ. ეს დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა გამოიძიოს.

თავდაცვის ახალ მინისტრს უპირველესად სამხედრო უწყებაზე საპარლამენტო კონტროლის შემოღება სურს. ასევე უნდა, რომ დაარსდეს სამხედრო ომბუცმენის ინსტიტუტიც, რათა შესაძლებელი გახდეს ჯარში ადამიანის უფლებათა დარღვევების აღმოჩენა. ამას გარდა მას ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობის არქონის გამო გათავისუფლებული, ევროპაში განსწავლული სამხედროების სამშობლოში სურს. 38 წლის ალასანიას ევროპაში ლიბერალი დემოკრატის კარგი რეპუტაცია აქვს. 2001 წელს მან აშშ-ს სამხედროებთან ერთად საქართველოში გადმოსული მუსლიმი ბოევიკებისა და ახლო აღმოსავლელი ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.

ივანიშვილის გამოცდა

ახალი მთავრობის დეკლარირებულ მიზნებს შორისაა იუსტიციისა და სოციალური სისტემების რეფორმა. ეს ორივე სისტემა ქვეყნის კონსოლიდაციისა და მოდერნიზებისას სააკაშვილის მთავრობის მხრიდან უგულებელყოფილი იყო.

ახალი ბიუჯეტის შედგენისას გამოჩნდება, რამდენად მოისურვებს პრემიერი ივანიშვილი თავისი ქვეყნის მხარდასაჭერად საკუთარი სახსრების გამოყენებას. ამას მილიარდერი წარსულში ხშირად ფარულად აკეთებდა ხოლმე მანამ, სანამ სააკაშვილთან ურთიერთობას გაწყვეტდა.

უცნობია ასევე ისიც, გაამჟღავნებს თუ არა ის როგორც პრემიერი თავის მთელ შემოსავალს, საწარმოებსა და წილებს. საქართველოში ის ორი ბანკის მფლობელია. მის მეუღლეს ეკუთვნის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონის გვერდის ავლით სატელევიზიო სიხშირე მიიღო.

ივანიშვილს ბევრი დრო ისედაც არ რჩება. მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ ის პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებას აპირებს, რათა როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა კერძო პირმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან ერთად აკონტროლოს პოლიტიკური პროცესი.

წყარო: foreignpress.ge

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1901
EUR3.5149
GBP3.9334
RUB4.4993
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 15°-31°
ბათუმი 15°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia