www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:58 17.03.2013
პეტიცია - სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა პეტიცია, "სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზის" სახელწოდებით. ავტორები ცდილობენ ხმების შეგროვებას იმისათვის , რომ  ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებს უმკურნალებს და სახელმწიფოს მიერ გაღებული წილი ამ მიმართულებით წავა (ნაცვლად საზღვარგარეთ ფინანსების გადინებისა). ამის პარალელურად კი იარსებებს ფონდი, რომელიც აღნიშნულ კლინიკას და პაციენტებს დააფინანსებს. 

პეტიციის ტექსტი ასეთია:

1. მოვითხოვთ, შეიქმნას ფონდი, რომელიც აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებსა და გადაუდებელ ოპერაციებს:

ა) სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, მარჩენალდაკარგული, დევნილი, ვეტერანი და პენსიონერი მოქალაქეებისთვის;

ბ) საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ამოწურეს საკუთარი მატერიალური რესურსი;

გ) მათთვის, ვისაც ესაჭიროებათ ისეთი ტიპის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რომლის გაწევაც (ჯერ-ჯერობით) შეუძლებელია საქართველოში.

2. მოვითხოვთ, შეიქმნას კლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი სამედიცინო ტექნიკით, თანამედროვე ლაბორატორიებით და დაკომპლექტდება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით.

კლინიკის შექმნის მიზანი უნდა იყოს ისეთი ტიპის ოპერაციების გაკეთება, რომელთა ჩატარებაც ტექნიკური ბაზიდან და სამედიცინო პერსონალიდან გამომდინარე  საქართველოში შეუძლებელია.

 

რატომ გახდა საჭირო ფონდისა და კლინიკის შექმნის აუცილებლობა?

როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ქუჩაში, ტელევიზიით თუ სოციალურ ქსელებში, ჩნდება ახალ-ახალი განცხადება, თხოვნა, გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე; დავეხმაროთ სამკურნალო და ოპერაციის თანხის შეგროვებაში; გავიღოთ თუნდაც ერთი ლარი. სამწუხაროდ, ხშირად ის ერთი ლარიც არ აღმოგვაჩნდება ხოლმე, რაც ძალიან დამთრგუნველია თითოეული ჩვენგანისათვის.

როგორც ვიცით, სახელმწიფო გარკვეულწილად ეხმარება ასეთ პაციენტებს, ნაწილობრივ უფინანსებს მათ მკურნალობის ხარჯებს. თუმცა, ეს არაა საკმარისი, როცა მკურნალობა განსაკუთრებით საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს.

ჩვენი ფიქრითა და განსჯით, უფრო რაციონალური და ეკონომიური იქნება, თუკი ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებს უმკურნალებს და სახელმწიფოს მიერ გაღებული წილი ამ მიმართულებით წავა (ნაცვლად საზღვარგარეთ ფინანსების გადინებისა). ამის პარალელურად კი იარსებებს ფონდი, რომელიც აღნიშნულ კლინიკას და პაციენტებს დააფინანსებს.

ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, გადავჭრათ ძირეული პრობლემა, ვიდრე ამ პრობლემიდან გამომდინარე ცალკეული შემთხვევები, რადგან ასეთი შემთხვევები მომავალშიც გაჩნდება და შესაძლოა, საჭირო დროს საჭირო დახმარების გაწევა ვერ შევძლოთ.

 სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუერთდეთ პეტიციას საიტზე: 

http://www.petitions24.com/save-life-alternative-way

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-12°
ქუთაისი 7°-19°
ბათუმი 9°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia