www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:28 05.03.2013
ბიძინა ივანიშვილის ქონება 1,1 მილიარდი დოლარით შემცირდა
interpressnews

ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით 1,1 მილიარდი დოლარით შემცირდა. გამოცემამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი 229-ე ადგილს იკავებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს პრემიერის ქონება 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 1,1 მილიარდი დოლარით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. 2012 წელს გამოქვეყნებული "ფორბსის" რეიტინგის თანახმად, საქართველოს პრემიერის ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

”ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბერში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც მისმა კოალიცია ~ქართულმა ოცნებამ~ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა პოლიტიკაში წასვლა მანამდე, ერთი წლით ადრე გადაწყვიტა და რამდენიმე თვეში რუსეთში არსებული თავისი ბიზნესი 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა. მაღაროელისა და დიასახლისის ხუთშვილიან ოჯახში დაბადებული ივანიშვილი და-ძმებს შორის უმცროსია", - აღნიშნავს "ფორბსი". 

გამოცემის ინფორმაციით, 1984 წელს ივანიშვილი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო. "ფორბსი" წერს, რომ რუსეთში პრივატიზაციის ეპოქის პერიოდში, ივანიშვილი და მისი პარტნიორი ვიტალი მალკინი ლითონებისა და ძვირფასი მეტალების შეძენით დაკავდნენ. მათ ასევე ერთად დააფუძნეს "როსიისკი კრედიტ ბანკი" და უძრავი ქონების პროექტებში დაიწყეს ინვესტიციების განხორციელება. გამოცემა წერს, რომ 2003 წელს ივანიშვილი საქართველოში გადაბარგდა, ამ წლების განმავლობაში მან გაყიდა თავისი ბიზნესები და ოქროს ბიზნესში, რუსულ, ამერიკულ აქციებსა და ხელოვნების ნიმუშებში ახდენს რეინვესტირებას.

"ივანიშვილს მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აქვს, მათ შორის პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", რომლის სანაცვლოდ მან 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე 95 მილიონი დოლარი გადაიხადა", - წერს ”ფორბსი”. 

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს – რეიტინგს კვლავ მექსიკელი კარლოს სლიმი ლიდერობს, რომლის ქონება 73 მილიარდ დოლარს შეადგენს; მეორე ადგილს 67 მიალიარდი დოლარით ამერიკელი ბილ გეითსი იკავებს; მესამე ადგილზე პირველად აღმოჩნდა ესპანური ბრენდის "ზარას" ქსელის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა – 57 მილიარდით. მეოთხე ადგილი ერგო ცნობილ ქველმოქმედს უორენ ბაფეტს – 53,5 მილიარდი დოლარი.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8042
EUR3.0686
GBP3.611
RUB4.2697
თბილისი 4°-18°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia