www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:00 21.05.2014
„მუცელი ისე აუტანლად სტკიოდა, ტკივილისგან იგრიხებოდა“ - მენინგიტის ეპიდემია საქართველოში
კვირის პალიტრა

"სიცხემ 40-მდე აუწია და თვალებიც არეული ჰქონდა. ბოდავდა და მეძახდა, არადა, მის გვერდით ვიჯექი..."

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ლაბორატორიულად ენტეროვირუსული მენინგიტის 113 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი სკოლამდელ და სკოლის ასაკის მოზარდებს აღმოაჩნდათ. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მშობლები მაინც შეშინებული არიან... 

ნანო, 28 წლის, მშობელი:

- ჩემი შვილი 24-ე სკოლაში სწავლობს. დილას, ბავშვი დამხმარემ წაიყვანა სკოლაში, რადგან სამსახურის გამო, მე ადრე გავდივარ სახლიდან... არაფერი უთქვამს. ცოტა ხანში მობილურით ველაპარაკე ჩემს ბიჭს და ხმაზე არ მომეწონა.მითხრა, დედა, მუცელი მტკივა და გული მერევაო... თანამშრომლებისგან ვიცოდი, რომ სკოლებსა და ბაღებში მენინგიტის შემთხვევები იყო და ყოველდღე ვაფრთხილებდი, - ხელები ხშირად დაიბანე და სხვისი ბოთლიდან წყალს ნუ დალევ-მეთქი... მაგრამ როგორ გინდა, ბავშვს ეს უკონტროლო, შეიძლება არც დაულევია სხვისი ბოთლიდან, უბრალოდ თამაშის დროს, ჰაერწვეთოვანი გზით გადაედო თანატოლისგან... წინა ღამეს არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ ჭამის მადა არ ჰქონდა. სხვა დროსაც უთქვამს ვახშამზე უარი და ამიტომ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ის იყო, სახლში დარეკვა დავაპირე, ბავშვი წამოიყვანეთ-მეთქი, ამასობაში სკოლიდან დამირეკეს, - სიცხემ აუწია და ინფექციურში გადავიყვანეთ, არ ინერვიულოთო... როგორ გინდა არ ინერვიულო. ბავშვი მძიმედ სუნთქავდა და როგორც თავად მითხრა, მუცელი ისე აუტანლად სტკიოდა, ტკივილისგან იგრიხებოდა. პირიდან რაღაც სითხე მოსდიოდა. თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა... სიცხე 39-ზე მაღალი ჰქონდა. ექიმებმა მითხრეს, ყველაფერი გავუკეთეთ და პანიკის საფუძველი არ არსებობსო, მაგრამ როგორ გინდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს უყურებდე და მშვიდად იყო... 9 წლის ისე გახდა, თავი არ ასტკიებია. 

- ექიმები რას გეუბნებიან?..

- რამდენიმე, მაქსიმუმ 4 დღეში გაუვლისო, მაგრამ გუშინდელს შემდეგ თვალებს ძლივს ახელს. მუცელი შებერილი აქვს, მაგრამ კუჭზე წარამარა, ყოველ ორ საათში გადის... ძალიან დასუსტებულია. ჩემი მეუღლე სამუშაოდ უცხოეთშია წასული და ძლივს ვაჩერებ, რომ არ ჩამოვიდეს.

- ბავშვი კონტაქტურია?..

- ახლა კი, მაგრამ წუხელ სიცხემ 40-მდე აუწია და თვალებიც არეული ჰქონდა. ბოდავდა და მეძახდა, არადა, მის გვერდით ვიჯექი... ახლა მესმის იმ დედების, ვისაც პრობლემური შვილები ჰყავთ. ექიმები მამშვიდებენ, საშიში არაფერიაო, მაგრამ ვერ ვწყნარდები. მეშინია, რამე არ დაუტოვოს, ფილტვებში ან სადმე... 

- სკოლის ხელმძღვანელობას ხომ არ გაუფრთხილებიხართ, სასწავლო პროცესზე დასწრებისგან თავი შეიკავეთო?..

- არა, პანიკის საფუძველი არ არსებობსო და მუდმივად გვაცნობდნენ სიტუაციას, ანუ თავად უნდა გადაგვეწყვიტა, ბავშვი მიგვეყვანა თუ არა. არა მგონია, ეს გამოსავალი ყოფილიყო, ბავშვს ეზოში თამაშს ხომ ვერ ავუკრძალავ?..ვიცი, რომ ამ სკოლაში შვიდი თუ რვა შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ხმამაღლა რატომღაც მხოლოდ ერთი შემთხვევაზე საუბრობენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9736
EUR3.2888
GBP3.8544
RUB4.6555
თბილისი 1°-13°
ქუთაისი 5°-18°
ბათუმი 10°-18°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia