www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:16 13.05.2014
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს „ჩუტყვავილა“ აქვს

ვირუსული დაავადება, რომელიც „ჩუტყვავილის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული, თუმცა მოზარდებისთვისაც საკმაოდ საშიში დაავადება გახლავთ.

სწორედ ამიტომ, მშობლების უმეტესობას აინტერესებს თუ როგორ უნდა მიხვდნენ მარტივად, რომ მათ შვილს „ჩუტყვავილა“ აქვს და შედეგად, შესაბამის მეთოდებს მიმართონ.

თუ არ ჩავთვლით სამედიცინო გამოკვლევას, „ჩუტყვავილის“ დადგენა სახლის პირობებშიც მარტივად შეიძლება.

როგორ ვლინდება „ჩუტყვავილა“ ბავშვებში

ინკუბაციის პერიოდი 1-დან 3 კვირამდეა. ეს პერიოდი სიმპტომების გარეშე ჩაივლის. აქტიური პერიოდის დაწყების შემდეგ შემდეგი სიმპტომები იკვეთება:

პირველი და უმთავრესი სიმპტომი კანზე გამონაყარია. გამონაყარი სხვადასხვა ზომისაა და ისინი ძირითადად ე.წ. „წყლიანი ბურთების“ ეფექტს ტოვებენ. სხეულზე გამონაყარის წარმოშობის აქტიური სტადია დაახლოებით 3-4 დღე გრძელდება. პაციენტს ფხანა აწუხებს, თუმცა გამონაყარის დაზიანება არ შეიძლება, რადგან ვირუსული დაავადება შესაძლოა გართულდეს, სხეულზე კი ნაიარევი დარჩეს. ერთერთი სიმპტომი მაღალი სიცხე გახლავთ.

რაც შეეხება დაავადების მკურნალობას, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ „ჩუტყვავილა“ ვირუსული დაავადებაა და მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია. თუ ექიმი თქვენს შვილს „ჩუტყვავილის“ დადგენის შემხთხვევაში ანტიბიოტიკებს გამოუწერს, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ პრევენციის მიზნით მიღებული შესაბამისი ზომაა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიული დაავადება, თუნდაც გამონაყარის ფხანის დროს.

მაღალი სიცხის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იწვეს და მიიღოს სიცხის დამწევი წამლები.

რაც შეეხება „ბრილიანტის მწვანეს“ გახსოვდეთ, რომ იგი სამკურნალო ეფექტს არ ფლობს, მხოლოდ ფხანის შესასუსტებლად და ახალი გამონაყარის დასაფიქსირებლად გამოიყენება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9723
EUR3.2779
GBP3.8265
RUB4.6531
თბილისი -1°-12°
ქუთაისი 7°-19°
ბათუმი 10°-19°
მთავარი