www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:24 02.06.2015
12 ნიშანი იმისა, რომ ცოტა წყალს ვსვამთ

შესაძლოა სამყაროში არაფერი იყოს ისეთი გამაცოცხლებელი ძალის მქონე, როგორც წყალია. უბრალო სასმელ წყალს ხშირად იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ერთ ფინჯან ყავას თუ სხვა სასმელს. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი არ იღებს დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს, შედეგად კი საკუთარ  სხელს ძალზედ ავნებს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთერთს მაინც შეამჩნევთ საკუთარ თავს, უმჯობესი იქნება თუ ამ საკითხს დაუყოვნებლივ მოიგვარებთ.  

თქვენ გრძნობთ სიმშრალეს პირის ღრუში

ეს საკმაოდ თვალნათელი სიმპტომია - მისი მიზეზისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა როცა ამ პრობლემის წინაშე დგახართ, მაშინვე ცდილობთ დაუყოვნებლივ მიიღოთ რაიმე სითხე. თუმცა, ტკბილ სასმელებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვთ. ამ პრობლემას მხოლოდ სასმელი წყალი გადაგიჭრით.

თქვენ გაქვთ მშრალი კანი

კანი, ეს ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა და მასაც სჭირდება სითხე ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. მშრალი კანი მიუთითებს იმისკენ,  რომ თქვენი ორგანიზმი გამომშრალია, ამიტომ უკეთესი იქნება ამ პრობლემას რაც შეიძლება სწრაფად თუ მოაგვარებთ.

თქვენ წყლისადმი განსაკუთრებულ სურვილს განიცდით

ეს იგივე არ არის, რაც სიმშრალე პირის ღრუში. ნებისმიერი, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ნაბახუსევზე მსგავსი  სურვილი, იცის რაც იგულისხმება. ალკოჰოლი სრულებით ფიტავს თქვენს ორგანიზმს. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, ორგანიზმმა იცის რა სჭირდება მას.

გრძნობთ სიმშრალეს თვალებში

იმ შემთხვევაში თუ თვალებში სიმშრალეს გრძნობთ და ამასთანავე სიწითლეც გაქვთ, ესეც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი არ იღებს საკმარის წყალს. საკმარისი წყლის გარეშე თქვენი საცრემლე არხები შრება, შედეგად კი თვალი საკმარისად არ სველდება.

გრძნობთ ტკივილს სახსრებში

ჩვენი სახსრები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 80 პროცენტი წყლისგან შედგება, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში საკმარისი წყლის დონე იყოს, შედეგად კი ის არასასიამოვნო გარძნობაც გაგივლით, რომელსაც არასაკმარისი სითხის მიღება იწვევს.

თქვენი კუნთოვანი ქსოვილი თხელდება

თქვენი კუნთებიც დიდი რაოდენობით წყლისგან შედგება. ამიტომ, ორგანიზმში წყლის რაც უფრო ნაკლები რაოდენობაა, მით უფრო მცირდება თქვენი კუნთოვანი ქსოვილი. ამან კი შესაძლოა სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანოთ.

ხშირად ხდებით ცუდად და გაცილებით დიდხანს ხართ ავად

წყალი გეხმარებათ გამუდმებით გამოდევნოთ ტოქსინები ორგანიზმიდან. ეს კი იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს, იმუნიტეტი კი მეტად მნიშვნელოვანი მებრძოლია სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ.

თქვენ გრძნობთ დაღლილობას

როცა სხეული იწყებს წყლის „სესხებას“ სისხლისგან, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ დაღლილობას, მოგერევათ ძილი და ამ ყოველივეს წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია. შედეგად იღლება თქვენი ტვინიც და აზროვნებაც რთულდება. ამიტომ, ნუ „დატანჯავთ“ საკუთარ ორგანიზმს.

თქვენ გრძნობთ შიმშილს

გამომშრალმა ორგანიზმმა შესაძლოა შიმშილის მწვავე გრძნიბა გამოიწვიოს. ეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ღამით შესაძლოა ამ გრძნობამ გაგაღვიძოთ.

თქვენ გაქვთ პრობლემები საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასთან

წყლის არასაკმარისი დონე სხეულში აშრობს ორგანოებს, მათ შორის კუჭსა და ნაწლავებს, მათი ფუნქციონირება კი ქვეითდება. შედეგად წარმოჩინდება პრობლემები საჭმლის გადამუშავებასთან დაკავშირებით.

თქვენ გიჩნდებათ სიბერის ნიშნები ნაადრევად

წყლის რაოდენობა, რომლის შენარჩუნებაც ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, ასაკთან ერთად დაბლდება. როცა წლები გვემატება, აუცილებელია გაცილებით მეტი წყლის მიღება, ვიდრე მანამდე იყო საჭირო.

და მეთორმეტე ნიშანი, თქვენ უკვე ამ პუნქტამდე ჩამოხვედით

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი პუნქტები თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ მიზეზის გამო, რომ გარკვეული პრობლემები საკუთარ თავში ამოიცანით, ამ ყოველივეს მოსაგვარებლად კი საჭიროა უბრალოდ გაცილებით მეტი წყლის მიღება იმასთან შედარებით, რასაც დღეისათვის იღებთ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-21°
ბათუმი 12°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia