www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:01 26.05.2014
კესარია: შეიძლება დამჭირდეს მიმტანად, მეეზოვედ ან სტილისტად მუშაობის დაწყება
ამბები.ჯი

არავინ იცის, რა იქნებოდა, ჩვენი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რას გავაკეთებდით, თუ დავკარგავთ ყველაფერს...  რა საქმეს მოვკიდებდით ხელს ფულის საშოვნელად... Ambebi.ge ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, ვინ რა პროფესიას არ ითაკილებდა...

ზურა ხიზანიშვილი

– ჩემს ოჯახს რაც გამოადგება და დასჭირდება, ყველაფერზე წამსვლელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. თუ მტვირთავად მომიწევდა მუშაობა, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. არასდროს არ მეთაკილებოდა არანაირი საქმის კეთება და თუ ჩემს ოჯახს დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც. ყველა შრომა დასაფასებელია და არცერთი პროფესია სათაკილოდ არ მიმაჩნია.

ნინა წკრიალაშვილი

– თუ ერთ დღეს ყველაფერს დავკარგავ, ზუსტად ვიცი არანაირი საქმის გაკეთება არ იქნება ჩემთვის სათაკილო. ყველაზე კარგად კერვა მეხერხება და ალბათ, კერვას დავიწყებ, კარგ რაღაცებს შევკერავ. ასევე შემიძლია ძიძად ვიმუშაო.

კესარია აბრამიძე

– ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე და შეიძლება დამჭირდეს მიმტანად, მეეზოვედ ან სტილისტად მუშაობის დაწყება. მე ყველა პროფესიის ადამიანს პატივს ვცემ, მნიშვნელობა არ აქვს ის მწვანილის გამყიდველია, თუ მიმტანი. ყველაზე ყურადღებიანი სწორედ მიმტანებთან ვარ. არცერთი პროფესია არ მეთაკილება. მე უსაქმურ ადამიანებს უფრო ვერ ვცემ პატივს.

გუფი (გურამ მაკალათია)

– თუ ყველაფერს დავკარგავ და არანაირი შემოსავალი არ მექნება, ზუსტად ვიცი, გავალ და ქუჩაში დავუკრავ. ამას ახლაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ამის დრო არ მაქვს. მინდა ქუჩის მუსიკა არსებობდეს ამ ქვეყანაში.

სოფია სებისკვერაძე

– თუ ყველანაირ შემოსავალს დავკარგავ, რამე საქმეს აუცილებლად დავიწყებ. თუმცა რას, ახლა ზუსტად არ მახსენდება.

– ძიძად იმუშავებ?

– ბავშვები მიყვარს, სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა.

ზუკა ხუციშვილი

– ყველაფერს თუ დავკარგავ, მაქსიმუმს გავაკეთებ ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ამის მაგალითი ჩემთვის არის მამაჩემი, რომელიც რთულ 90-იან წლებში ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ შეძლო მან ჩვენი ოჯახის გასაჭირიდან დახსნა. ზოგიერთი პროფესია საქართველოში რატომ არის სამარცხვინო, ვერ ვხვდები. ეს მენტალიტეტი გამოსასწორებელია. თუ გამიჭირდება, ავტოსამრეცხაოშიც ვიმუშავებ, სასტუმროშიც და მიმტანიც ვიქნები.

კოტიკო თოლორაია

– რომ ვთქვა, რამე განსაკუთრებულ სამსახურს და შემოსავალს დავკარგავთქო, მოგატყუებთ. 13 წლიდან ვმუშაობ, შრომა მაგრად მიყვარს და არაფრის კეთება არ არის ჩემთვის სამარცხვინო. არც ბარმენობა მეთაკილება, არც მიმტანობა და არაფერი. ზუსტად ვიცი, ზონდერი არ ვიქნები, ვერ ვიქნები ხალხის მწამებელი, ფულის გამო ვერ ვურტყამ და გავამწარებ ადამიანებს. სხვას ყველაფერს გავაკეთებ.

ჯორჯ ჯეიბი

– როცა ცხოვრებას თავიდან იწყებ, არცერთი საქმის გაკეთებაზე არ უნდა თქვა უარი, რომელიც სიკეთეს ემსახურება. ჩემთვის არცერთი პროფესია არ არის სათაკილო.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.3158
GBP3.8561
RUB4.6607
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 10°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი