www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:47 19.10.2016
"სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია"
სოციალურ ქსელში ლევან კირვალიძის პოსტი გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადამიანი, მათ შორის ცნობილი სახეები ავრცელებენ მას და წერენ, რომ ადამიანობის ნამდვილი მაგალითია.

,,მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს. ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს.

ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად დედამიწას, სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები.ადამიანებს - ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით.

ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა...ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის.ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს, ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი, ზოგს წვერი, ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლისბაბუასავით მამიკო შემარქვა...

ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება. წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში...

ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ, სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში. მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს, ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე...მე მეეზოვე ვარ...მეეზოვეს ქართულად მენაგვეს ეძახიან და ნაგავის სუნი ასდის...

მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს, რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე...’’ - ნათქვამია პოსტში

ა.ლაშხელი

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 21°-33°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia