www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:17 25.06.2014
12 რამ რასაც წარმატებული ადამიანები ყოველ დილით აკეთებენ (ნაწილი პირველი)

ქმედებების ჩამონათვალი, რომლებსაც წარმატებული ადამიანები საუზმემდე მიმართავენ, იმისათვის, რათა საკუთარი პროდუქტიულობა დღის განმავლობაში შეინარჩუნონ.

„როცა თვალწინ ჩაგირბენთ თქვენი ცხოვრება უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ გაქვთ რაღაც გასახსენებელი“, - რიჩარდ ბრენსონი.

„თუ რაიმე უნდა მოხდეს, სჯობს დასაწყისში მოხდეს“, - ეს არის ლაურ ვანდერკამის აზრი, რომელიც ტაიმმენეჯმენტის ექსპერტი გახლავთ, ეს ფრაზა იქცა ბევრი ადამიანის სტრატეგიად, რომლებმაც საკუთარი თავის რეალიზება შეძლეს და მიაღწიეს საკუთარი ოცნებების შესრულებას.  

მსგავსი ადამიანებისთვის დღის პირველი რამდენიმე საათი - ეს არის დრო, რომელშიც შესაძლოა ინვესტიციის სახით საკუთარი პრიორიტეტები ჩადოთ, მანამდე სანამ სხვისი პრიორიტეტები დაიწყებენ თქვენს მიზიდვას.

ამ სტრატეგიას მეცნიერებიც მხარს უჭერენ. მრავალმხრივ კვლევებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ დილა, ეს არის დრო, როცა ადამიანები გაცილებით ოპტიმისტები, ენერგიულები და რთული საკითხების გადასაჭრელად მზად არიან.

ასე რომ რითი არიან დაკავებულნი წარმატებული ადამიანები დილაობით? ლაურა ვანდერკამმა წარმოადგინა 12 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები ყოველ დილით აკეთებენ:

ისინი დილით ადრე იღვიძებენ

წარმატებულმა დამიანებმა იციან, რომ დრო ეს ძვირადღირებული პროდუქტია. როგორც წესი, მსგავსი ადამიანები საკუთარ დროს ახმარენ აუარებელ სატელეფონო ზარებს, შეხვედრებს, კონფერენციებს, პრობლემების გადაწყვეტას და მსგავს საოფისე საკითხებს.

დილის საათები დროის ერთადერთი მონაკვეთია, რაც მათ კონტროლქვეშ არის. სწორედ ამიტომ, წარმატებული ადამიანები დილით ადრე გაღვიძებას ანიჭებენ უპირატესობას. ეს მათ საშუალებას აძლევს დახარჯონ გაცილებით მეტი დრო იმ საქმიანობაზე, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს და რასაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიან.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, წარმატებული ადამიანების 90 პროცენტი დილის ექვს საათზე ადრე იღვიძებს. მაგალითად PepsiCo-ს გენერალური დირექტორი დილის 4 საათზე იღვიძებს, 7-ზე კი უკვე ოფისშია. Disney-ს აღმასრულებელი დირექტორი დილის 4:30 საათზე იღვიძებს, რათა წაიკითხოს, Square-ს გენერალური დირექტორი კი 5:30 საათზე იღვიძებს რათა ირბინოს.

ისინი სხვადასხვა დავალებებს აკეთებენ

ეს ყველაზე ტიპური საქმიანობაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული ადამიანებისთვის. ეს შესაძლოა იყოს სპორტული დავალებები სახლში, დილის ვარჯიში, სირბილი ან აქტიური მუშაობა ფიტნეს კლუბში.

Xerox-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მისი დღე დილის 6 საათზე იწყება კვირაში ორჯერ ფიტნეს კლუბში ერთსაათიანი ვარჯიშით, Christies-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით დილით იგი იოგათია დაკავებული, Starwood Hotels-ის აღმასრულებელი დირექტორი კი დილის 5:30 საათზე იღვიძებს და ერთი საათის განმავლობაში დარბის.

თუ ადამიანები, რომლებსაც თავისუფალი დრო არ მოეპოვებათ ყოველ დილით კი ფიზიკური ვარჯიშით არიან დაკავებულნი, ეს იმას ნიშნავს, რომ სმგავსი ქმედება ნამდვილად მნიშვნელოვანია. მსგავსი ქმედებით ისინი სტრესის შემცირებას ახერხებენ.

ისინი ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობენ

დილის მშვიდი საათები - ეს იდეალური დროა მნიშვნელოვან პროექტებზე სამუშაოდ. დღის განმავლობაში დაძაბულობის თანდევის შემთხვევაში ფიქრი და აზროვნება გაცილებით რთულია.

ისინი მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც მათ პირად გატაცებას წარმოადგენს

მთელი დღის გატარება შეხვედრებზე, მიღებებზე, შინ დაბრუნება და რაიმე საქმის წამოწყება? წარმატებული ადამიანების უმრავლესობას ამისათვის ძალა არ ჰყოფნის. სწორედ ამიტო, დილით მსგავსი ადამიანები საკუთარი გატაცების სრულყოფით არიან დაკავებულნი. ეს მათი პოზიტიური ენერგიის მოზღვავებას უწყობს ხელს.

დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ

ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ოჯახური ბედნიერბის მისაღწევად ოჯახური ვახშამი საუკეთესო ვარიანტია. წარმატებული ადამიანები კი ამ ყოველივეს არ ეთანხმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ოჯახური ბედნიერების მისაღწევად ერთერთი საუკეთესო ვარიანტი ოჯახური საუზმე გახლავთ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ, საკუთარ ოჯახთან ერთად დილის საათები გაატარონ, მაგალითად წაუკითხონ წიგნი შვილებს, მოამზადონ მათთვის საუზმე, ან ერთად გაასეირნონ შინაური ცხოველები.

ჯუდი როზენტალი, წარმატებული ამერიკელი ფინანსისტი აღიარებს, რომ სწორედ დილაობით შეუძლია მის გოგონას ყველაზე დიდი დრო გამოუყოს. ისინი ერთად იცვამენ, ასწორებენ ლოგინებს, ამზადებენ საუზმეს, საუბრობენ. შედეგად, როზენტალი დილის 45 წუთს მის ყოველდღიურობაში ყველაზე მნიშვნელოვან წუთებად თვლის.

ატარებენ დროს მათ რჩეულებთან

როგორც წესი, წარმატებული ადამიანები საღამოს სახლში ზედმეტად დაღლილები ბრუნდებიან და მათ მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ - ივახშმონ და დაიძინონ. თუმცა შესაძლოა ცოტაოდენი ძალა ეყოთ ტელევიზორის საყურებლად. წარმატებული ადამიანების გარკვეული ნაწილი დილის საათებს საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან გასატარებლად იყენებს. ისინი განიხილავენ სხვადასხვა საქმეებს, აჯამებენ გასულ დღეს, ადგენენ სიას თუ რისი ყიდვა სურთ და ასევე ადგენენ გეგმებს უქმეებისთვის. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia