www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
02:08 14.04.2016
ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ქვემო ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ავტოსახელოსნოში მყოფ პირებს თავდამსხმელებმა მწვანე ფერის "ოპელის" მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მამედ ჰუსეინოვმა განუცხადა, აწ გარდაცვლილები რუსეთში საქმიანობდნენ, სადაც მათ გარკვეული ბიზნესი ჰქონდათ. მისივე თქმით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი საქართველოში რუსეთიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. ადგილობრივების თქმით, თავდასხმა სწორედ მასზე განხორციელდა, ხოლო მეორე შემთხვევით მოკლეს. რაც შეეხება დაჭრილს, ის ამ სახელოსნოში ელექტრიკოსად მუშაობდა.

ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი და დაჭრილია ერთი. შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1901
EUR3.5149
GBP3.9334
RUB4.4993
თბილისი 17°-29°
ქუთაისი 15°-31°
ბათუმი 15°-23°
მთავარი