აბაშის რაიონში სოფელ სუჯუნაში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს, ბანკი სოფლის გამგეობის შენობაში მდებარეობს. მძარცველები პირველ სართულზე მდებარე ბანკის ოფისში მეორე სართულიდან ჩავიდნენ. გატეხეს სეიფი და წაიღეს 850 ლარამდე თანხა. ბანკის თანამშრომლების განცხადებით ეს თანხა მოსახლეობისთვის დასარიგებელი პენსიის ნაწილს წარმოადგენდა.
შსს-ს განცხადებით ძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.