2015 წლის იანვარი სავსე იქნება პირადი თავისუფლების მოპოვების
სურვილით. სასიყვარულო პარტნიორზე ემოციური დამოკიდებულება კი საგრძნობლად
შემცირდება და ძალას დაკარგავს. გთავაზობთ სასიყვარულო ჰოროსკოპს 2015 წლის
იანვრისთვის.
კირჩხიბი
თავისუფალმა კირჩხიბებმა, 2015 წლის იანვარში შესაძლოა განაახლონ რომანი მასთან, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო
წარსულში დაშორდა. არ არის გამორიცხული, რომ გაქრეს ფაქტორი, რომლის გამოც ამ
ადამიანთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს
ურთიერთობა. ამჯერად ყველაფერი წარმატებით განვითარდება.
თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენ და თქვენს მეუღლეს
მოგიწევთ დაკავდეთ გარკვეული პრობლემის გადაწყვეტით, რის გამოც შესაძლოა
უთანხმოებები და კონფლიქტები წარმოიშვას თქვენს შორის. შესაძლოა, თითოეულმა თქვენგანმა
საკუთარი მეთოდებით იმოქმედოთ და ერთმანეთს ანგარიში არ გაუწიოთ.
თვის დასაწყისში, რეალური ან პოტენციური პარტნიორი სიურპრიზს
გაგიკეთებთ. თვის შუა რიცხვებში, იმისათვის რომ გაურკვევლობას გაექცეთ, რაც
შეიძლება ხშირად ისაუბრეთ მასთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თვის ბოლოს, გარკვეული
მოვლენა პირად ცხოვრებაში სიმშვიდეს მოგიტანთ ან ბედნიერად გაქცევთ.
ლომი
თავისუფალი ლომები თვის დასაწყისში აქტიურ ფლირტს გააბამენ სუსტი
სქესის წარმომადგენლებთან. თუმცა, არავითარი საგრძნობი რეზულტატი და ცვლილებები
მოსალოდნელი არ არის. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ უბრალოდ არაფრის შეცვლა არ მოგინდებათ,
ფლირტი კი თქვენთვის უბრალოდ იქნება საშუალება, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ხოლო თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ გარკვეული საქმეები არ
მოგცემთ საშუალებას, ოჯახს საჭირო დრო დაუთმოთ. თუ თქვენი მეორე ნახევარი გაგებით
მიუდგება შექმნილ ვითარებას, მაშინ თქვენი მადლიერების გამოხატვის საშუალება
ძვირფასი საჩუქარი იქნება. ხოლო თუ თქვენ უყურადღებობაში დაგადანაშაულებენ, თქვენ
სავარაუდოდ სკანდალს მოაწყობთ.
ქალწული
იანვარში თავისუფალი ქალწულების ყურადღებას აქტიურად მიიქცევს ის
ადამიანი, რომელთანაც დიდი ხნის წინ გაწყვიტა ურთიერთობა. არ არის გამორიცხული,
რომ ამ ადამიანს თქვენ რომელიმე საღამოზე შეხვდებით და მას კვლავ გაუჩნდება
გრძნობა თქვენს მიმართ. ააწყობთ თუ არა
ურთიერთობას, დამოკიდებულია იმაზე, თავისუფალია თუ არა თქვენი გული, თუ სხვაზე
ფიქრობთ.
ხოლო თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ შესაძლოა გარკვეულმა
ვითარებამ თავი მოგაბეზროთ და წერტილის
დასმა გადაწყვიტოთ და თქვენს მეორე ნახევარს საკმაოდ მკაცრ ულტიმატუმს
წამოუყენებთ, ეს კი უკმაყოფილების
გამომწვევი მიზეზი გახდება.