www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:52 29.12.2014
SES: თანამგზავრი ASTRA 2G უკვე ორბიტაზეა

SES-ის ახალი თანამგზავრი უნდა განთავსდეს აღმოსავლეთის 28.2/28.5 გრადუსზე ორბიტალური მდებარეობით

 

ბაიკონური/ლუქსემბურგი - 2014 წლის 28 დეკემბერი - სატელიტური კომპანია SES-მა (კოტირდება პარიზის და ლუქსემბურგის Euronext–ის საფონდო ბირჟაზე: SESG) განაცხადა, რომ გვიან ღამით 03:37:49-ზე თანამგზავრი ASTRA 2G ავიამზიდ ILS Proton Breeze M-ის მეშვეობით ორბიტალურ სივრცეში წარმატებით შევიდა. 09-საათისა და 12-წუთიანი მისიის შედეგად Breeze M-ის მაღალ საფეხურზე რაკეტა Proton-ის მეშვეობით თანამგზავრი ASTRA 2G გეოსტაციონარულ სატრანსფერო ორბიტას პირდაპირ შეუერთდა.

 

ASTRA 2G თანამგზავრი საბოლოოდ განთავსდება აღმოსავლეთის 28.2/28.5 გრადუს პოზიციაზე. თანამგზავრის დიზაინი შექმნილია და დამზადებულია Airbus Defence and Space-ის მიერ. სატელიტის სიმყარე დაფუძნებულია მაღალი სანდოობის Eurostar E3000-ის პლატფორმაზე. ავიამზიდმა კოსმოსურ სივრცეში შეიტანა 62 Ku-band და 4 Ka-band ტრანსპონდერები. თანამგზავრი კიდევ უფრო მეტად განავრცობს აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ახალი თაობის სამაუწყებლო და ინტერნეტ სიგნალების მიწოდების არეალს. მისი მასა 6 ტონას იწონის, ხოლო ფრთების სიგრძე კი 40 მეტრამდე აღწევს. ფრთებზე განთავსებული მზის ენერგიის ამრეკლები თანამგზავრს მუდმივი დენის წყაროთი 13kW ავიამზიდის ძალის ერთეულით უზრუნველყოფენ. თანამგზავრის არსებობის მინიმალური დრო კი 15 წელია.

 

კომპანია SES-ის ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი მარტინ ჰალიველი აცხადებს: "ჩვენ გვინდა მივულოცოთ Airbus Defence and Space და ILS-ს ახალი თანამგზავრის  ASTRA 2G-ს წარმატებული სტარტი. აღნიშნული თანამგზავრი SES-ისა და ILS Proton-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაშვებული რიგით 24-ე თანამგზავრია, ხოლო Eurostar-ის მეცხრე სატელიტია SES-ის ფლოტილიის რიგებში. ASTRA 2G სატელიტი ევროპის მასშტაბით ასრულებს ჩვენი ინვესტიციების განთავსების მნიშვნელოვან ფაზას სტრატეგიულ ორბიტალურ სამეზობლოში და უზრუნველყოფს 10 დამატებითი ტრანსპონდერით დაფარვის ზონის გაფართოების. ეს შესაძლებლობა კი საბოლოოდ გაამყარებს ჩვენი უნიკალური თანამშრომლობის სატელიტური განლაგების სქემა".

 

ტექნიკური მახასიათებლების აღწერის შემდეგ ჰალივემა დასძინ: "კოსმოსური ხომალდის მიერ გაწეული სასარგებლო ტვირთი კიდევ უფრო გააუმჯობესებს დასავლეთ აფრიკასა და ევროპას შორის კავშირს. 2012 წლის სექტემბერში გაშვებული  ASTRA 2E და ASTRA 2F თანამგზავრების კომბინაციით ASTRA 2G ფლოტილიის განვითარების პროგრამის კულმინაციას მიაღწევს 28.2/28.5 გრადუსზე. SES-ის ახალი თანამგზავრები ორიენტირებულია მაუწყებლამდე მაღალი ხარისიხისა და ძალის სიგნალის მიწოდებაზე. ამასთან, Ka-band ტრანსპონდერი კიდევ უფრო განავითარებს კონტინენტთაშორის კავშირებს, კერძოდ აფრიკასა და ევროპას შორის".

 

თანამგზავრ ASTRA 2G-ის გაშვებით კომპანია SES მხარდაჭერას აფართოებს ელექტრონული ჯანმრთელობის პლატფორმაზე (SATMED), რომლის მიზანია, გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანდაცვა მზარდ და განვითარებად ქვეყნებში. განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა საყოველთაო კავშირებისგან იზოლირებულ ადგილებს. SATMED საშუალებას იძლება ექიმებს შორის ცოდნისა და სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებისა, აგრეთვე სამედიცინო ხელსაწყოების სწორად გამოყენების პრაქტიკის გაზიარებას. პროგამის განვითარება დაფუძნებულია SES-ის სატელიტებზე და მხარდაჭერილია ლუქსემბურგის მთავრობისა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia