www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:07 04.06.2014
უცოლო ქართველი პოლიტიკოსები

პეტრე ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი წლებია სასურველი სასიძოა. პეტრე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში ანა სურმავასთან, რომელთანაც შვილი ჰყავს. პეტრე ცისკარიშვილი და ანა სურმავა 2002 წელს დაქორწინდნენ. ანა პეტრეს თან ახლდა კუს ტბის გზაზე, როდესაც დეპუტატი თანმხლებ გოგონასთან ერთად რამდენიმე დღით პანკისში გაიტაცეს. როგორც ამბობენ, ამ უსიამოვნო ფაქტმა წყვილი უფრო დააახლოვა და მათი რომანი მალე ქორწინებით დასრულდა. მათი ოჯახური ცხოვრება დაახლოებით ათ წელს ითვლის, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე არაერთხელ გაშორდნენ. ანას და პეტრეს 12 წლის შვილი, ნიკოლოზი ჰყავთ. პეტრე გასულ ზაფხულს სკანდალში გაეხვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მარიკა მერაბიშვილმა ქალიშვილი, ალისა გაუჩინა, რისთვისაც პეტრემ მარიკას ავტომობილი აჩუქა. როგორ გაგრძელდა პეტრეს და მარიკას ურთიერთობა, უცნობია, 39 წლის პარლამენტარი დღემდე უცოლოდ რჩება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკლარაციაში პეტრე ცისკარიშვილს ანა სურმავა და შვილები დაფიქსირებული აღარ ჰყავს. 

ალექსანდრე თამაზაშვილი

ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სასიძო პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილია. ის პოლიციის გენერლის თამაზ თამაზაშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა. 28 წლის ალექსანდრე თამაზაშვილი არასდროს ყოფილა ქორწინებაში და არც ხმაურიანი სასიყვარულო ისტორიებით გამოირჩევა. ალექსანდრე თამაზაშვილი წარსულში კომპანია "ტოპტრანსერვისში" მუშაობდა იურისტად. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრე თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს.

ნიკა მელია

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ოჯახის მთავარი სადარდებელი შვილის გამარჯვებაზე მეტად დაოჯახებაა, თუმცა ოჯახის შექმნას ჯერ არ გეგმავს. ის კარდიოლოგ ანზორ მელიას ვაჟია. როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ბელინსკის ქუჩაზე. თუმცა მშობლებთან ერთად ცხოვრობს ჭონქაძეზე. ის მთაწმინდის გამგებელი გახლდათ, ამჯერად კი კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" ქალაქის მერის პოზიციაზე იყრის. 

ამბობენ, რომ ნიკა შეყვარებულია, მისი რჩეული საზოგადოებისთვის ცნობილი გოგონა გახლავთ, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ ადასტურებს. 

გიორგი კანდელაკი

პარლამენტარი გიორგი კანდელაკიც დაუოჯახებელია. ის თბილისში, დიღომში ცხოვრობს დედასთან, მამასათან და დასთან ერთად. დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი. მის ბიოგრაფიაში ჟურნალისტური საქმიანობის ეტაპიც იყო, როცა ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის - "24 საათის" რედაქტორის მოადგილე იყო. 2005 წელს გახდა პრეზიდენტის მრჩეველი, 2008 წელს კი "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში მოხვდა. 

დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძეს გამოჩენისთანავე "ნაციონალური მოძრაობის ვარსკვლავბიჭუნა" უწოდეს. საყვარელიძე დედისერთაა და აკადემიკოს დავით საყვარელიძის შვილიშვილია. ამბობს, რომ მისთვის მისაბაძი ადამიანი სწორედ ბაბუამისი იყო. თავად მედიცინას არ გაჰყვა, რადგან როგორც ამბობს, სურვილი ჰქონდა რაღაც ახალი გაეკეთებინა და იურიდიულზე ჩააბარა. როცა 3 წლის იყო ამბობდა, დიდი როცა გავხდები ბაბუასავით თმას გადავიპარსავ და ერთად ვიმღერებთ სიმღერას "კატუშასო". წყალბურთელობაც უნდოდა, მაგრამ ამ გზას ვერ გაჰყვა. ერთი წელი ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში სწავლობდა. მერე იაპონიაში მიიღო სამაგისტრო განათლება. ამბობენ, როცა პროკურორი იყო, ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე მოსწონდა. ლიკა მაშინ ეკრანზე არ ჩანდა, მხოლოდ ბალეტით იყო დაკავებული. ამბობენ, რომ ის რამდენიმე თვის მანძილზე ცდილობდა ლიკა ლაბაძის გულის მოგებას, მაგრამ ახლა უკვე ცნობილმა ტელეწამყვანმა მას სიყვარულზე უარი უთხრა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9568
EUR3.2566
GBP3.801
RUB4.5941
თბილისი 4°-13°
ქუთაისი 11°-21°
ბათუმი 12°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia