www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:03 20.09.2019
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს“ დაეკისრა არასწორი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. საინფორმაციო სააგენტო presa.ge ბოდიშს უხდის„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დასაზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.  

 ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში" არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოების და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, რადგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული სინჯებით დადასტურებულ იქნა, რომ 31 იანვარს თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა დაეროვნული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა “presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში2019 წლის 2 აპრილს შეიტანა, presa.ge-ს მიერ ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში” სათაურით გავრცელებული სტატიის გამო, სადაც ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-11°
ქუთაისი 2°-12°
ბათუმი 6°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia