www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:44 18.04.2019
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები .

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული   დღესასწაულია. აღინიშნება  აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა.  მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს. 

ბზის შესახებ გამოცდილების გაზიარებისთვის  ჰიპერმარკეტების ქსელის  „გორგიას“ ფლორიტს დავით ჩანგიანს ვეწვიეთ.

“გორგიაში“ მცენარეების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრისთვის. ასევე გვაქვს ყველა საჭირო აქსესუარი, რაც მათი მოვლისთვისაა საჭირო. ბზობის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად  იზრდება ინტერესი ბზასთან დაკავშირებით-განაცხადა დავითმა ინტერვიუს დროს.   

ბზა წარმოადგენს მარადმწვანე , ყინვაგამძლე, ყვავილოვან დაბალ ბუჩქს  ან ხეს, რომელსაც 70-მდე სახეობა აქვს.  ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიური ბზა. მცენარე იზრდება 2 დან 12 მეტრამდე, რაც დამოკიდებულია ბზის სახეობაზე. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას. ბზა ხარობს ნებისმიერ ტემპერატურასა და სინესტეში.  ის თავს კარგად გრძნობს ღია სივრცეში, კარგად ეგუება მზეს. მას უყვარს დიდი რაოდენობის წყალი, თუმცა სიმშრალესაც კარგად ძლებს.

ბზა, მისი ნელა ზრდადობის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭვას,  მარტივად შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც  მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭვისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალი ამოსული ღეროები უფრო მარტივად იღებს ნებისმიერ ფორმას.               

მისი გადარგვა და დარგვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ყველაზე სასურველი პერიოდი შემოდგომაა. გადარგვისას ძირითადად მოღრუბლული ამინდი ირჩევა. ნიადაგი უნდა იყოს გასუფთავებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან და ყვითელი ქვიშისგან. ბზის მცირე ბუჩქს სააღდგომოდ „გორგიაში“ მხოლოდ 3 ლარად და 99 თეთრად შეიძენთ.

როგორც „გორგიას“ ფლორისტმა გვითხრა, ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები,  მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. „ დეტალური ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს. 

 საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგირთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-24°
ქუთაისი 14°-24°
ბათუმი 18°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia