www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:29 01.03.2018
აპლიკაცია, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტებზე გზამკვლევად გამოგადგებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტიულმა კომპანიამ „INTERMAPS“ შექმნა კომპანიის ლოგოზე მორგებული, უნიკალური დიზაინის მქონე ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს 4 სამთო კურორტს - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 11:00 საათზე ტექნოპარკში.

კომპანიას „INTERMAPS“ დღესდღეობით შექმნილი აქვს მსგავსი აპლიკაცია 2200 კურორტისთვის, რომელიც აერთიანებს 2,9 მილიონ მომხმარებელს. დღეიდან კი უკვე ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა წამყვან კურორტებს შორის, ფიგურირებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიც.

კურორტების ცნობადობის ამაღლებისა და ვიზიტორების რიცხვის ზრდისათვის მთის კურორტების განვითარების კომპანია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ და ასევე, უკვე აპრობირებულ ტურისტულ პროდუქტებზე, როგორიცაა მობილური აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაცია არის უნიკალური ტურისტული გზამკვლევი, რომელიც მომხარებელს აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე  სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ.

აპლიკაციაში შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასებისა და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ. იგი იძლევა საშუალებას რეალურ რეჟიმში მომხარებელმა ნახოს ამინდის პროგნოზი, ისარგებლოს ვებ-კამერებით, შეამოწმოს თოვლის სიმაღლე, ზვავის საშიშროების დონე, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა, საბაგიროების სამუშაო საათები, და ა.შ

აპლიკაციაში ასევე ინტეგრირებული რუკები, იძლევა დამატებით ინფორმაციას საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობისა, მდგომარეობისა და ტიპის შესახებ.

აპლიკაციას აქვს ფუნქცია რის შემდეგადაც, დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სრიალის დღეების დაფიქსირებას და GPS მონაცემების შენახვას.

ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე არის სამაშველო სამსახურის გამოძახება, რომელიც ღილაკის მარტივი დაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული აპლიკაცია წარმოადგენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებას, რაც აქტიურად ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ვიზიტორების რიცხვის ზრდას.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9776
EUR3.2956
GBP3.8444
RUB4.6553
თბილისი 2°-7°
ქუთაისი 7°-16°
ბათუმი 9°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia