www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:31 05.01.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.

საქართველოში, კურორტ „თეთნულდზე“ სასრიალოდ ჩამოსული ექსტრემალების ჯგუფი, თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, რამაც გამოიწვია ზვავის უეცარი მოწყვეტა.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამმა ექსტრემალმა მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, დაშავდა მხოლოდ ერთი. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და ტურისტს დამხარება ოპერატიულად გაუწიეს.  დაშავებულს პირველადი სამედიცინო დათვალიერება ადგილზე ჩაუტარდა, მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, დაზარალებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ მოხდა, ინციდენტის შემდეგ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში განაგრძო. დილასაც მოხდა სათხილამურო გზებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება.

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე.  „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოგიწოდებთ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და გაფრთხილებთ, დაემორჩილეთ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს, აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0463
EUR3.4381
GBP3.8124
RUB4.331
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 24°-37°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia