www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
05:56 28.05.2014
ცნობილი ქართველი ქალების ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიები
ამბები.ჯი

თეა თუთბერიძე

შეყვარებული თეა თუთბერიძე თითქმის ყველასთვის წარმოუდგენელია, ხშირად არც უყვარდება. მისი დიდი სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა. თეა თუთბერიძის საყვარელი მამაკაცი დიჯეი გუგა ჟღენტი იყო, თეას და გუგას საერთო ვაჟი, დათიც ჰყავთ. ამ თემაზე თეამ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა, იმ დღეების გახსენება, როცა გუგა სიკვდილს ებრძოდა, უჭირს. გუგა სანაპიროზე ავტოავარიაში მოხვდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე გუგას მეგობარი დაიღუპა, თავად კი 7 დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "გუგა ძალიან კარგი ადამიანი იყო - მოსიყვარულე და ხალისიანი. როცა ვიჩხუბებდით, შერიგების ინიციატორი ყოველთვის თავად იყო და მოულოდნელი სიურპრიზების მოწყობაც უყვარდა. დამთმობი და კეთილი, კარგი მამა, ჩემზე უკეთესი მშობელი - ასე შემიძლია დავახასიათო ის. ერთი წლის იყო დათი, როცა გუგა დაიღუპა და ბავშვმა მაინც ძალიან განიცადა. სურათებს ვაჩვენებდით, მამას როცა ითხოვდა, აბრუნებდა ამ სურათს და ტიროდა, მამა აქედან გამოვიდესო, ვერ ხვდებოდა, რატომ აღარ მოდიოდა გუგა. იმ პერიოდში სულ ტიროდა ბავშვი, მერე ფსიქოლოგთანაც კი მივიყვანეთ მე და გუგას მამიდამ. ფსიქოლოგმა გვირჩია, გარკვეული პერიოდით მასთან გუგას სახელიც არ გვეხსენებინა. ბაღში ბავშვებს მამები რომ აკითხავენ, მასაც უნდა მამამ წამოიყვანოს შინ და სულ კითხულობს, სად არის მამა და ელოდება",– იხსენებს თეა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც იმასაც აღნიშნავს, რომ გუგას გარდაცვალებით მიღებული ტკივილი სწორედ შვილმა გადაატანინა.

ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე თვის წინ დავით საგანელიძის ძმისშვილზე ბაჩო საგანელიძეზე დაქორწინდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ლელა მებურიშვილი საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, დიდი სიყვარული ეწვია. ის მურიკო ქართველიშვილის შეყვარებული გახლდათ. ლელამ და მურიკომ ერთმანეთი ვაკის სარდაფში გაიცნო და ორ წელზე მეტხანს იყვნენ შეყვარებული. საკუთარ ტრაგედიაზე მსახიობი იშვიათად ლაპარაკობს. "მურიკო თეატრში მოვიდა და... მომეწონა. ჩვენ ტოლები ვიყავით. ორ წელიწადზე მეტი ვიყავით ერთად. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს გრძნობა ღვთისგან ნაჩუქარია. როცა ადვილად გიყვარდება, ზებუნებრივს ვერ დაარქმევ, მაგრამ, როცა ასე იშვიათად მოდის გრძნობა, ეს საჩუქარია. ღმერთმა გამომიგზავნა სითბო და სიყვარული. ჩემთვის ეს სიყვარული ზებუნებრივი იყო", - ისხენებს ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში. მურიკო პროფესიით იურისტი იყო. ის მეგობრის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ამბობენ, რომ ტყვია სხვისთვის იყო გამიზნული და მურიკოს შემთხვევით მოხვდა. თუმცა ღიად ამ თემაზე არავინ საუბრობს. მურიკოს გარდაცვალების შემდეგ ლელა დიდხანს იყო მარტო. ამ სირთულის გადატანაში რწმენა დაეხმარა.

ვერიკო ტურაშვილი

ვერიკო ტურაშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს. ეს მისთვის მტკივნეული თემაა. მისი მეუღლე გოშა ბერუჩაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამბობენ, რომ გოშა და ვერიკო მაშინ ნაჩხუბრები იყვნენ. წყვილმა ერთმანეთი თეატრალურში გაიცნო. გოშა ყოველთვის ვერიკოსთან ერთად დადიოდა ყველგან და ცდილობდა, მისთვის კარიერის აწყობაში ხელი შეეწყო. საკმაოდ პატარა ასაკში იქორწინეს და 20 წლის ვერიკო პატარა ლიზის დედა გახდა. როცა გოშა დაიღუპა, ლიზი 3 წლის

იყო და 

მამა ფრაგმენტულად ახსოვს. ვერიკო დიდხანს იყო მარტო, შარშან კი ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად დედამთილთან და ქალიშვილთან ერთად. როგორც ამბობენ ვერიკო ახლა შეყვარებულია, მისი რჩეული "რუსთავი 2"-ის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა.

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავას სიყვარულიც ტრაგიკულად დასრულდა. მაშინ, მსახიობი 24 წლის იყო, გიორგი კი უნივერსიტეტს ამთავრებდა. "გოგონებს რომ გვიყვარს, ისე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია – ძმაკაცებს დაქალები მოვეწონეთ. ერთმანეთს ვეხმარებოდით ურთიერთობებში. ძალიან კარგი დრო იყო, ზღაპარივით მახსენდება. მაშინ 24 წლის ვიყავი. 2 წელი ვიყავით ერთად. მერე უცებ გაგვიფუჭდა ურთიერთობა – მე თეატრში სპექტაკლზე ვმუშაობდი, მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ნერვებზე ვიყავით. დაქორწინებას არ ვჩქარობდით, რადგან ჯერ გვინდოდა, ცხოვრება მოგვეწყო. მერე მივხვდით, რომ ურთიერთობა ჯუჯღუნში გადაგვეზარდა და პაუზა უნდა აგვეღო, ამიტომ დავშორდით. ცოტა ხანი გაბუტულები ვიყავით. ორ თვეში შერიგება სცადა, მე კი მივხვდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით, მეგობრები ვყოფილიყავით", –იხსენებს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. გიორგის გარდაცვალება ანამ მძიმედ გადაიტანა. სულ სახლში იყო, წიგნებს კითხულობდა და უფრო ეკლესიური გახდა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ანას 5 წელი არავინ შეყვარებია, ერთი წლის წინ კი იქორწინა და დედაც გახდა.

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარული სერგუნა ტრაგიკულად დაიღუპა. მომღერლის შეყვარებული ავტოავარიამ იმსხვერპლა. ქრისტინეს და სერგუნას პრინცს და პრინცესას ამსგავსებდნენ. სერგუნა საზღვარგარეთ სწავლობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მის გამოგზავნილ საჩუქრებს ქრისტინე დღემდე ინახავს. ისინი დაახლოებით ერთი წელი მეგობრობდნენ. იმ დღეს, როცა სერგუნამ ქრისტინეს სიყვარული აუხსნა, მომღერალი გაციებული იყო, საღამოს კი სიცხემ აუწია. სერგუნას უნდოდა ქრისტინეს გასამხიარულებლად მისთვის საჩუქრები მიეტანა, სწორედ იმ დროს, როცა ქრისტინეს ტელეფონით ესაუბრებოდა ავტოავარიაში მოხვდა. ქრისტინე დღემდე ამბობს, რომ სერგუნას ფონზე ყველა მამაკაცი შავ-თეთრი გახდა. ქრისტინე სერგუნას დღემდე ხედავს სიზმრებში, ხშირად დადის მის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. "პროფილში" სტუმრობისას ქრისტინემ თქვა, რომ სერგუნა მის ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჯაკობიასაც ესიზმრებოდა.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ქორწინება ერთი წლის წინ ტრაგიკულად დასრულდა. მისი მეუღლე, თენგო წივწივაძე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ავტოავარიაში მოხვდა. ნინამ და თენგომ ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ, ლიტვაში გაიცნეს, სადაც საქართველოს კალათბურთის ნაკრების თამაშებზე იყვნენ ჩასული. პირველი პაემანი კი თბილისში ჰქონდათ. ნინაზე ამ სიყვარულმა ძალიან იმოქმედა, მეორედ გათხოვების გადაწყვეტილებაც მალე მიიღო. თენგოს გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდა, ამიტომ მასთან უეცარი განშორება ყველას გაუკვირდა. ერთად რამდენიმე თვე იცხოვრეს. ნინას თენგო დიდხანს სთხოვდა შერიგებას, მაგრამ მომღერალი უარს ამბობდა. ყოფილი ქმრის გარდაცვალება მომღერალმა ძმისგან შეიტყო და ეს ამბავი რთულად გადაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9682
EUR3.298
GBP3.8242
RUB4.638
თბილისი 11°-24°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia