www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:40 28.03.2017
ნარკოტიკული საშუალებების - კანაფის და მარიხუანას განსაზღვრება იცვლება
ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის კანონით დადგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობა - იცვლება. მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამის ოდენობით. 

რაც შეეხება მარიხუანას, დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში, იქნება 70 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), ნედლის შემთხვევაში - 140 გრამი (ნაცვლად 100 გრამისა). 

აღნიშნული ნივთიერებების მცირე ოდენობები რჩება უცვლელი. ასევე არ იცვლება გამომშრალი და ნედლის მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობების მაჩვენებელი. 

გარდა ამისა, ცვლილებები ხორციელდება შემდეგ კანონებში: - “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, “სისხლის სამართლის კოდექსში“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში. 

ყველა ეს საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკულ საშუალებებთან - კანაფთან და მარიხუანასთან არის დაკავშირებული და თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. 

კანონში შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.0416
EUR3.4087
GBP3.8294
RUB4.429
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 17°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia