www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:45 16.03.2017
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაცია იუწყება, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

საქართველოს პრეზიდენტი პირველ პანელზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წლევანდელი ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. 

ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში, საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება. 

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 17°-22°
მთავარი