www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
07:18 24.05.2014
„სიმინდის ტაროთი მცემდა... მის მიმართ საშინელი ზიზღი მაქვს"
კვირის პალიტრა

"იმ ქალს შვილისადმი სიყვარული არ გააჩნდა...სიმინდის ტაროთი მცემდა... მის მიმართ საშინელი ზიზღი მაქვს"

გასულ კვირას, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოში მეზობლის დაკრძალვის დღეს, 34 წლის სოსო დანელიამ, სოფლის სასაფლაოზე 72 წლის იური დანელიას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სოსო დანელია პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა. 

ბრალდებულის დაცვას მოსახლეობა ცდილობს. თითქმის მთელმა სოფელმა იცის, რამ მიიყვანა სოსო ამ ტრაგიკულ შედეგამდე. ამბობენ, რომ მშრომელი ბიჭი დამნაშავედ აქციეს...

ამ ტრაგიკულ შემთხვევას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა. მართალია, 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ყველას ახსოვს. სოსო მაშინ სამი წლის იყო, მისი და, სოფო, კი - 5-ის. ორი მცირეწლოვანი შვილი დედამ მიატოვა და ცოლად გაჰყვა იქვე, 50 მეტრში მცხოვრებ იური დანელიას, რომელიც მის ქმარს ბიძაშვილად ეკუთვნოდა. თავად იური დანელიაც ცოლშვილიანი იყო, მანაც მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დატოვა. 

სოფო დანელია, ბრალდებულის და:

- ჩვენი ოჯახის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა მამაჩემმა ცოლად დედაჩემი, ნინო კახნიაშვილი შეირთო. როცა დედამ მიგვატოვა, ჩემი ძმა 3 წლის იყო და მას საერთოდ არ ახსოვს დედა. ბევრი რამ გადავიტანეთ. დაგვტოვა, მაგრამ მაინც არ გვეშვებოდა. რამდენჯერმე ჩემი მოტაცება სცადა. რატომღაც, მხოლოდ ჩემი წაყვანა უნდოდა, ჩემი ძმის ნახვა არც კი უცდია არასდროს. მე ახლოს არ გავიკარე. პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს მისი ყოველი ნაბიჯი. იმ ქალს შვილისადმი სიყვარული არ გააჩნდა. დღესაც მამჩნევია მის მიერ ბავშვობაში მოყენებული იარა. სიმინდის ტაროთი მცემდა, საშინელ დღეში მაგდებდა. ის მიწაში ცოცხლად დასამარხი ქალია. 

- რატომ გცემდათ?

- იმიტომ, რომ სხვისკენ ეჭირა თვალი და შვილები რაში აინტერესებდა? მის მიმართ საშინელი ზიზღი მაქვს. სულ უმოწყალოდ მცემდა ასეთ პატარას. ის ქალია მოსაკლავი, რომ ასეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ოჯახი და ჩემი ძმა მკვლელად აქცია. სოსოს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2845
EUR3.6363
GBP4.0725
RUB4.1226
თბილისი 6°-16°
ქუთაისი 6°-16°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia