www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:50 20.02.2017
მართვის მოწმობის აღების ახალი წესი და 100 ქულიანი სისტემა-რა იგეგმება ახალი კანონპროექტით?
მართვის მოწმობის აასაღებად საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს.

პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.

"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება, უშუალოდ მართვის მოწმობის გამოცდის ახალი წესი - გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება.

თალაკვაძის შეფასებით, მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში მძღოლების საწყის კვალიფიკაციას გაზრდის. სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემაც. 

უმრავლესობის ლიდერმა ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არნიშნული მოდელი ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს. 

ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
აგვისტო 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD3.0747
EUR3.6272
GBP4.0294
RUB4.2244
თბილისი 18°-30°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia