www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:56 06.02.2017
13 წლიანი პატიმრობა ტრანსგენდერის მკვლელობისთვის-პროკურატურის განმარტება
სასამართლომ ტრანსგენდერის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელი ნასვამ მდგომარეობაში მის ნაცნობ ტრანსგენდერ ზურაბ (ზიზი) შეყელაძესთან მივიდა, მის მეგობარ ქალბატონსა და ზურაბ შეყელაძეს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გარკვევის მიზნით. გიორგი მურჯიკნელსა და ზურაბ შეყელაძეს შორის საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზურაბ შეყელაძეს თავის არეში სამშენებლო ბეტონის ფილა ჩაარტყა, ხოლო შემდეგ სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა.

ზურაბ შეყელაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა გიორგი მურჯიკნელი 16 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გიორგი მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი, სასამართლოს განაჩენით 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9607
EUR3.2855
GBP3.6878
RUB4.6066
თბილისი 13°-24°
ქუთაისი 14°-24°
ბათუმი 18°-22°
მთავარი