"ეს ნიშნობაა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი" - გია ხუხაშვილი უვიზო მიმოსვლაზე
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ქართველი ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭების მიღების შემდეგ ბევრად უფრო რთული, ევროინტეგრაციის პროცესი იწყება.
სამომავლო სირთულეებზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის მინიჭება მხოლოდ დასაწყისია და პროცესების არასწორად განვითარების შემთხვევაში, მისი დაკარგვა მიღებაზე ბევრად უფრო მარტივია.
„თუ განმარტება არ გაკეთდა სათანადო ხელისუფლების მხრიდან, როგორც მივიღეთ ისე ჩამოგვართმევენ. მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ნიშნობა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ქორწილამდე ცოტა პირი უნდა დავიბანოთ. ეს არის უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ყველა პარამეტრებით დავაკმაყოფილოთ ის ცივილიზებული თამაშის წესები, რაც უკავშირდება ვიზალიბერალიზაციას თუ ევროპაში ინტეგრაციას,“ - განაცხადა გია ხუხაშვილიმა.