www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:00 04.01.2017
მოხუცი დედა და შვილი ბეტონის ოთხ კედელში ცხოვრობენ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 4 წელიწადზე მეტია, კვირაში 7 დღე დღესასწაულებზე და უქმე დღეებში ეხმარება უმწეო და გაუწყლოვანებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ იარსებებდნენ სხვისი დახმარების გარეშე.

საახალწლოდ, გვინდა ერთი ადამიანის ისტორია გაგაცნოთ, რომელსაც უკვე დიდი ხანია სულ არ ედღესასწაულება... ეს ფონდის ბენეფიციარი, ქალბატონი ზაირა გოგიბერიძეა. ბოლო წლების განმავლობაში, მას იმდენი უბედურება დაატყდა თავს, რომ გადმოსაცემადაც კი რთულია...

ზაირამ ბინა დაკარგა, შემდეგ მეუღლე გაუხდა ავად, მის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდა რაც კი ებადა, მაგრამ სამწუხაროდ მეუღლე ვერ გადაარჩინა... ამით მისი განსაცდელი არ დასრულებულა. რამდენიმე ხნის წინ სიძე გარდაეცვალა ხოლო მის შვილს სიმსივნე აღმოაჩნდა, თვითონაც დავარდა და ფეხი მოიტეხა.

გაუთავებელმა სტრესმა და ნერვიულობამ ქალბატონი ზაირა საბოლოოდ გაანადგურა. ახლა იგი თავის ფარდულშიც კი ძლივს გადაადგილდება.

ეს შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, აქ გაუსაძლისი პირობებია, არ არის არც წყალი, არც შუქი და არც გაზი. ფარდულში ფანჯრებიც კი არ არის.

ქალბატონი ზაირა და მისი მძიმედ სნეული შვილი თბებიან და საკვებს ამზადებენ შეშის ღუმელზე, რომელსაც მხოლოდ მაშინ ანთებენ, როცა შეშა აქვთ. ზოგჯერ მთელი დღეების განმავლობაში საწოლში უწევთ წოლა, რომ სიცივისგან არ გაიყინონ.

ქალბატონ ზაირას და მის შვილს ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტები, წამლები და შეშა. ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გთხოვთ, ერთიანი ძალებით გავულამაზოთ ამ ქალბატონებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზაირა გოგიბერიძე) ან ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/170/

ერთად უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და ბევრი გადავარჩინეთ! მოდით ამ ქალბატონებსაც ჩავუსახოთ იმედი და ვაჩუქოთ გადარჩენის შანსი!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 11°-20°
ქუთაისი 12°-25°
ბათუმი 17°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia