www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:17 20.12.2016
სემეკის ხელმძღვანელი სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი

”ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა, იმიტომ რომ ჩვენ, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტორსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს ”სახელმწიფო ელექტროსისტემის” ნაწილში, ასევე ზრდა არის ”ენერგოტრანსის” ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც ”სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება”, - განაცხადა ირინა მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამომხმარებლო ტარიფების ზრდას, სემეკ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ”ამას, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1761
EUR3.5366
GBP3.9161
RUB4.5026
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 13°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia