www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:56 14.11.2016
კვირიკაშვილის მარტივი ტყუილი და მოქალაქეების დაცინვა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პრემიერი კვირიკაშვილიის განცხადებას, რომ “ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს”, ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პასუხობს, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მოსახლეობას დასცინა.

,,პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება მოქალაქეების დაცინვაა და მეტი არაფერი. მისი თქმით, ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს რომ ტყუილია, ჩანს 19 ოქტომბერს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, როგორ გავღარიბდით. ექსპორტიცა და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა.

2011 წლის 9 თვეში ექსპორტი 1.550 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში 1.512 მლრდ დოლარია. 2011 წლის 9 თვეში იმპორტი 4.999 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში (C ჰეპატიტის წამლის გამოკლებით) 5.194 მლნ დოლარია.

იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით: გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს. ეს ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 2012 წლიდან შემცირდა ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა, ექსპორტის ზრდა და, შესაბამისად, დოლარის შემოდინება.

იმავდროულად, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და აგრძელებს იმავეს კეთებას, რის მავნებლურ შედეგებზე უკვე წლებია ვაფრთხილებთ: ესაა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და შიდა სესხის აღება. ანუ ასეთ კრტიკულ და კრიზისულ სიტუაციაშიც კი აგრძელებენ იმას, რამაც ლარი ასე დაასუსტა.

საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ექსპერტები, ჩვენ - პოლიტიკური ოპოზიცია, ყველა ვამბობთ ერთსადაიმავეს: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა; შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი; არ აიღოს შიდა ვალი. სხვაგვარად მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება,"-წერს ჭიაბერაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia