www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:36 31.10.2016
"დღის შოუ" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო"
"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში ხუთი თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა.

 

მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა.

 

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს, აკრიტიკებენ და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

 

"დღის შოუ" ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"დღევანდელი "მშობელთა კრების" ერთ-ერთმა თემამ, "როგორ გავუხვრიტოთ ბავშვს ყური და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ", ჩვენი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან პროცედურის დაწყებამდე ბავშვმა იტირა.

 

წაიკითხეთ: "დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

 

გვსურს გაცნობოთ, რომ ბავშვის ტირილი, ზოგადად, ჩვენც "დღის შოუს" პროდიუსერებსა და წამყვანებს, გვაშფოთებს და გვანერვიულებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურის გახვრეტა გამოცდილი სპეციალისტების მიერ, ყველა წესის დაცვით მოხდა.

 

ამასთან, თავად ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო და განმარტა, რომ ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით. თავად პროცედურა კი აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

 

"დღის შოუს“ ამ კონკრეტულ გადაცემაში სწორედ იმის ჩვენება გვსურდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა და პასუხი გაგვეცა იმ დედებისთვის, რომლებიც გამუდმებით გვწერენ, მიზანშეწონილია თუ არა ჩვილისთვის ყურის გახვრეტა. ამ დემონსტრირებით, გვსურს მათ თავად გადაწყვიტონ, გაუხვრეტენ თუ არა საკუთარ შვილებს ყურს ადრეულ ასაკში.

 

აქვე გაცნობებთ, რომ პროცედურის შემდეგ, პატარა ნატალიმ შეწყვიტა ტირილი (რაც ეთერშიც ჩანდა), მიირთვა და მშვიდად დაიძინა", - ვკითხულობთ გადაცემის განმარტებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8896
EUR3.2028
GBP3.8004
RUB4.5482
თბილისი -1°-6°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 8°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia