www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:50 17.10.2016
შსს იმ ნივთების ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომლებიც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული სხვადასხვა ნივთმტკიცების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დანაშაულთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკისას სამართალდამცვებმა სხვადასხვა ნივთი ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, ხელყუმბარები, ვაზნები და გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების ნახაზები.

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული პირის და მათთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები, დისტანციული პულტები, ელექტროსადენები და სხვადასსდხვა დეტალი. დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები. მოთეთრო ფერის ფხვნილი, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. ორი მოწითალო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, ერთი მომწვანო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, მუყაოს სამი კოლოფი მათში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით. „აკა 47“-ის მოდელის ერთი ავტომატი მაყუჩით. „აკს-უს“ მოდელის ერთი ავტომატი. იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, 6 ხელყუმბარა, 16 მჭიდი, 2112 ვაზნა, ლულის ქვეშა სასროლის 16 ყუმბარა, 3 ფალია და სხვა“, - განაცხადეს შსს-ში.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD3.0772
EUR3.4366
GBP3.8671
RUB4.4862
თბილისი 14°-29°
ქუთაისი 14°-23°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia