www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:01 05.10.2016
სანდრა რულოვსი - ქვეყნის მართვას უნდა გული და არა ფული
ქვეყნის მართვას უნდა გული და არა ფული, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„გვჯერა ძლიერი საქართველოს იდეის და როცა ძლიერი და ერთიანი მიდგომა გვექნება ისევ, ზუსტად მაშინ ვიქნებით აფხაზეთისთვის ის მიმზიდველი, წარმატებული და გამარჯვებული ქვეყანა, რომელთანაც ყველას უნდა, რომ იყოს. ამიტომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მოგესალმებით. სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ პროგრესის გზას დავუბრუნდეთ და გავაძლიეროთ საქართველო, რომ შევძლოთ თქმა, რომ ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა ამდენ ომსა და უბედურებაში. სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე - დღეები და საათები. 8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლაა. ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ოთხი წელი საკმარისი იყო მათი მმართველობის, არ შეუძლიათ, ვერ მიხედეს ქვეყანას. ქვეყანა განიცდის უკუსვლას და არნახულ გაჭირვებას. რა არ ვნახე ამ თვეებში ჩემს ზუგდიდის რაიონში და მთელ საქართველოში - პენსიის და სოციალური დახმარების მოლოდინი რომ აქვს მთელ ოჯახს ვალების გასასტუმრებლად და წამლების შესაძენად. გაზი, წყალი, გზა არ აქვთ ხალხს. რატომ? - ბიუჯეტი ცარიელი დახვდათ და არ შეეძლოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუ მათი პრიორიტეტი იყო პრემიების და დანამატების გამოწერა. ქვეყნის მართვას უნდა პასუხისმგებლობის განცდა, პატრიოტიზმი, ალტრუიზმი და თანადგომა, გული და არა ფული. მათი მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების გზით წასვლის დრო მოვიდა. მაცივარში დევს ამდენი პროექტი, რომელსაც ვადა გასდის 9 ოქტომბერს. ამოვიღოთ 8 ოქტომბერს და ავამოქმედოთ, შევქმნათ ათი ათასობით სამუშაო ადგილი, ავაშენოთ გზები, ლაზიკის პორტი და სხვა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშილი დაბრუნდება ქართული მიწაზე არა რევოლუციური სცენარით, არამედ ახალი მთავრობის პირობებში, როდესაც სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეწოლისგან.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0465
EUR3.4221
GBP3.7947
RUB4.2811
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-37°
ბათუმი 23°-29°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia